არჩილ თალაკვაძე - პატიმრების თავდაპირველ მოთხოვნაზე გამოძიება მიმდინარეობს
სამართალი - 15:08, 10 Feb, 2014     1514

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით ამ დროისთვის გეგუთის პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ განაცხადა, პატიმრებმა თვითდაზიანება იმ საყოფაცხოვრებო ნივთებით მიიყენეს, რომლის ფლობის უფლებაც მათ შინა განაწესით აქ აქვთ.

"პირადად გუშინ ექიმებთან ვიმყოფებოდი გეგუთის დაწესებულებაში, საიდანაც 17 მსჯავრდებულის გადაყვანა მოხდა სამოქალაქო კლინიკებში. მათ აღმოუჩინეს დახმარება და დააბრუნეს უკან. 14 ადამიანს პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. დღეს დილიდან ვითარება იყო სტაბილური. არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება პატიმრების მოთხოვნებს, თალაკვაძის თქმით გეგუთის ციხის ადმინისტრაციის შეცვლა არ მომხდარა, თუმცა მსჯავლდებულების მოთხოვნაზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ჩემს კომპეტენციას ეს არ განეკუთვნება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გამოძიება იმ ფაქტზე, რაზეც თავიდან ჰქონდათ პრეტენცია, დაწყებულია, მაგრამ მათი მოთხოვნა არა გამოძიება, არამედ ადმინისტრაციის შეცვლაა. ადმინისტრაციის შეცვლა, ჩემი ინფორმაციით, არ მომხდარა, ხოლო პატიმრები აგრძელებენ თავისი მოთხოვნის წაყენებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ განმარტა, რომ ძალის გამოყენებას სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ქონია.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ რამდენი ადამიანი შიმშილობს საპატიმროში, თუმცა მისი თქმით, ორი დღის წინ 800-მდე პატიმარი დარეგისტრირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42