,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ ,,სითი პარკს" ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს
სამართალი - 11:07, 10 Feb, 2014     3795

,,უფლებადამცველთა გართიანება’’ ,,სითი პარკს’ ავტომობილების საჯარიმოზე კანონდარღვევით გადაყვანასა და ტექნიკური ზედამხედველობის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ და ტექნიკურმა ექსპერტმა გიორგი ნიკოლაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

ტექნიკურ ექსპერტ გიორგი ნიკოლაიშვილის განცხადებით: ,,სითი პარკის’’ ის ამწე საშუალებები რომლებიც მანქანების საჯარიმოზე გადასაყვანად გამოიყენება არ არის აყვანილი ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში როგორც ამწეები, არაა შემოწმებული მათი ჰიდრო სისტემები, მზიდი ლითონ კონსტრუქციები და ასაწევი ღვედები. ყოველივე იწვევს იმას რომ მანქანების საჯარიმოზე გადაყვანის პროცეში ადგილი აქვს ავტომობილების არასწორ ტრანსპორტირებას მანქანის ძარაზე აყვანისას რის შედეგადაც ხდება მათი სიჩქარეთა კოლოფის და სავალი ნაწილების დაზიანება. ამასთან ,,სითი პარკის’’ ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ავტომობილების აწევასა და ევაკუაციას არ გააჩნიათ სპეციალური მომზადება და არ აქვთ ავტოამწის მემანქანის მოწმობები.

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის აზრით: ,,საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 4–ე თავის 18–ე მუხლის 3–ე პუნქტის ბ ქვეპუნქტის, ასევე 5–ე პუნქტის ო–ქვეპუნქტის თანახმად უნდა ხორციელდებოდეს პერიოდული ინსპექტირება და შემოწმება ამწე მოწყობილობისა რასაც უწყებრივად ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროში არსებული ,,ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური’’. თუმცაღა ,,სითი პარკის’’ ავტომობილები ამგვარ ინსპექტირებასა და შემოწმებას არ გადიან.’’

,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს შეამოწმოს ,,სითი პარკის’’ ის ამწე მანიპულატორები რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა რათა არ მოხდეს ავტომობილების დაზიანება მათი საჯარიმოზე გადაყვანის დროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42