ბაჩო ახალაიას მეუღლე მორიგი სკანდალური მასალის განსაჯაროებას აანონსებს
სამართალი - 22:02, 08 Feb, 2014     5468

სად იმყოფებოდა ბაჩო ახალაიას ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი გორგაძე რამდენიმე ხნის განმავლობაში და რატომ ვერ შეძლო ოჯახმა მისი პოვნა, რატომ წაიყვანეს ის დაკითხვაზე სწორედ იმ მომენტში, როცა პრესკონფერენცია უნდა გაემართა, რა უნდა ეთქვა მას პრესკონფერენციაზე? ამ საკითხებზე ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ,,კურიერის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ანი ნადარეიშვულმა ხაზი გაუსვა, რომ გორგაძეს ჟურნალისტებთან ინტერვიუს მიცემის მომენტში გვერდში პროკურორი ედგა და ამას ჟურნალისტები კამერის მიღმა თავად ხედავდნენ.

ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას, რადგან დარწმუნებლი ვარ რომ ის იმყოფება პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ, ისევე როგორც მისი ოჯახი. მე ამ ადამიანისგან მოვისმინე სულ სხვა რამ. მან ჩვენთან განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ასეც მოხდებოდა, მხოლოდ დარწმუნებული იყო, რომ ეს პრესკონფერენციის შემდეგ მოხდებოდა, და რომ პროკრუაგტურაში წაიყვანდნენ დაკითხვაზე. ერთადერთი გვთხოვა, რომ დავხმარებოდით ადვოკატებით, ამიტომ გავუშვით ჩვენ მალხაზ ველიჯანაშვილი, კახა კოჟორიძესაც ვთხოვეთ და გაუშვა მანაც, მაგრამ სამწუხაროდ ადვოკატები არ შეუშვეს“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა და აღნიშნა, რომ გორგაძე პროკურატურის მიერ დარიგებული ტექსტით იძლეოდა ინტერვიუს. ახალაიას მეუღლე იმედს გამთქვამს, რომ გორგაძე თავის დროზე იტყვის სიმართლეს.

ანი ნადარეიშვილმა დეტალურად მოჰყვა თუ როგორ მივიდა გორგაძე მათ ოფისში, სადაც თანამშრომელი დახვდა და მას ტელეფონის ნომერი დაუტოვა დასაკავშირებლად. ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ გორგაძე მათ დიდხანს ეძებდა, ის თავდაპირველად რეკავდა 08-ში, სადაც ნომრები ფიქრსირდება და შესაბამისად, ნადარეიშვილის თქმით, პროკრუატურას შეუძლია ამოიღოს ეს ჩანაწერი.

,,დაცვამ გვითხრა, რომ ადამიანი მოვიდა გვეძებდა და დატოვა ნომერი, ჩვენ ვართ უფლებადამცველი ორგანიზაცა და გადავურეკთე, მე პირადად არ დამირეკავს, ჩვენმა მეგობარმა დარეკა და უთხრა, რომ ანის მეგორარი ვარ და რა გნებავდათო, ხომ მშვიდობააო? გორგაძე ამბობს, რომ ტელეფონში სალაპარაკო არ არის და მანდ მოვალ და დაგელაპარაკებითო“, - ჰყვება ნადარეიშვილი ,,კურიერთან“.

ახალაიას მეუღლე ამბობს, რომ გორგაძე თბილისს არ იცნობდა და შემთხვევით გაცნობილი ადამიანის მეშვეობით მიაკითხა. ანინადარეიშვილის თქმით, გორგაძემ მათ განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა პროკურატურის მხრიდან ზეწოლას. კერძოდ, მას აიძულებდნენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.

,,დაურეკეს რამდენჯერმე და არ მივიდა, ეგონა რომ მისი ძმის მკველობასთან იყო ეს კავშირში და არ ისურვა, ეტყობა არ ენდობოდა, შემდეგ მან გვითხრა, რომ პოლიცია მივიდა სახლში და წაიყვანეს, სადაც განუცხადეს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ უნდა მიეცა ჩვენება. ეს მან თავად თქვა. აღნიშნა, რომ ის არ იცნობდა საერთო ბაჩოს და ჩვენება მიაცემინეს, რომ ახალაიამ ის ცემა.

მას სრუდა რომ ყველასთვის მიეწოდებიან ეს ინფორმაცია, უნდოდა წასვლა სახალხო დამცველი ოფისში, მათ შორის კახა კოჟორიძესთან და დაგვთანხმდა პრესკონფერენციაზე, რომ იქ ეთქვა ყველაფერი“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ახალაიას მეუღლე აცხადებს, რომ პროკურატურა გორგაძეს ტელეფონის მიხედვით ვერ მოძებნიდა, რადგან მას ტელეფონი არ აქვს. ნადარეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა უსმენს მათ და ჟურნალისტებს.

,,პროკურატურა ჩვენ გვისმენს, როცა ჟურნალისტებს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ ნახევარ საათში არის ჩანიშნული პრესკონფერენცია ამა და ამ საკთხზე, ჩვენამდე უფრო ადრე იყო უკვე იქ პროკურატურა“, - განაცხადა ახალაიას მეუღლემ.

ნადარეიშვილი იმედს იტოვებს, რომ პროკურატურა გამოიძიებს ყველა დეტალს, რაც, მისი განმარტებით, მარტივად შესაძლებელია ჩანაწერების ამოღებით.

ანი ნადარეიშვილმა შესაძლოა ორშაბათს ახალი მასალებითც გამოაქვეყნოს თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელი გახდება.

ანი ნადარეიშვილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასალის განსაჯაროებას აანონსებს, რომელსაც ჯერ არ აქვეყნებს.

,,მე ამდენი ხანი არ დაუკითხივარ, როცა ბრალს მდებენ, რომ მე ჩემი მეუღლის დავალებით ვახორციელებ რაღაც ზეწოლებს, ყველა წესით მე უნდა დავეკითხე, თუმცა ეს არ მომხდარა. მე ამ ჩანაწერს გდავაცემ, მაგრამ სპეციალურად არ გამოვაქვეყნე, რადგან ვიცოდი, რომ გამოძიებას შეწყვეტდნენ“, აცხადებს ნადარეიშვილი და ამის მაგალითად ლევან სუთიძის გატაცება და ჯოლოხავას ფაქტები მოიყვანა.

გორგაძე აცხადებდა, რომ მან გოგა ონიანს მხოლოდ კონსულტაციისთვის მიაკითხა და დამთხვევაა ის, რომ ონიანი ამავდროულად ახალაიას ადვოკატიცაა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემისას პროკურატურის ზეწოლაზე უნდა ესაუბრა, უკვე დაკითხვიდან გამოსულმა გორგაძემ უარყო. ის აცხადებს, რომ ნომერი დატოვა ოფისში რადგან იცოდა, რომ ადვოკატურა იყო, მისი თქმით, ის ონიანს თბილისში არ ეძებდა. გორგაძემ უარყო, რომ ის ეძებდა ანი ნადარეიშვილს, თუმცა ნადარეიშვილმა გუშინვე გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც გორგაძე სავარაუდოდ ბაჩო ახალაიას მეუღლესთან შეხვედრას ითხოვს.

პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებას თავად გორგაძის ოჯახმა მიმართა, რადგან ერთი კვირის განმავლობაში მის პოვნას ვერ ახერხებდნენ და მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ გორგაძე ახალაიას წრის წარმომადგენლებმა გაიტაცეს, ამიტომ პროკრატურამ დაიწყო გამოძიება, ის იპოვა და საკითხის გასარკვევად თავად წიაყვანა გორგაძე დასაკითხად. გორგაძე აცხადებს, რომ თავად კონტაქტი ანსითან არ ჰქონია გიორგი ონიანის შესახებ კი არც კი იცოდა რომ ახალაიას ადვოკატი იყო და მან თქვა რომ პროკურატური მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42