მთავარი პროკურატურა გია გორგაძის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 15:40, 08 Feb, 2014     2148
მთავარი პროკურატურა გია გორგაძის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "იმავე დღეს, გია გორგაძის ადგილსამყოფელის დადგენის შემდგომ, მოხდა მისი მოწმის სახით დაკითხვა ქ.თბილისის პროკურატურაში, რა დროსაც მან განაცხადა, რომ იგი გატაცებული არ ყოფილა, მას უბრალოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა გაწყვეტილი კონტაქტი ოჯახთან, რის გამოც სავარაუდოდ ინერვიულეს მისმა ოჯახის წევრებმა და მიმართეს პროკურატურას დახმარებისთვის. მისივე განცხადებით, პროკურატურის მხრიდან მის მიმართ არ ჰქონია ადგილი არანაირ ზეწოლას ან იძულებას და მას როგორც წამების საქმეში დაზარალებულს და მ.გორგაძის ძმას სურდა მასმედიის საშუალებით გამოეთქვა თავისი ლეგიტიმური უფლება, რომ სწრაფად ყოფილიყო გამოძიებული 2006 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში "ნავთლუღის" ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულის პეცოპერაციის შედეგად მისი ძმის მურად გორგაძის და მისი მეგობრების ლიკვიდაციის ფაქტი.რაც შეეხება ახალაიას ადვოკატების განცხადებებს, რომ თითქოს პროკურატურამ მოახდინა გ.გორგაძის დაკავება და მანამდე იძულებით მოხდა მისგან ჩვენების მიღება, ეს არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ბ.ახალაიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა ეს მცდელობა არის სრულიად ფუჭი ვინაიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, ასევე დაზარალებულ გ.გორგაძესთან და მანამდე მოწმე გ.ჯოლოხავასთან მიმართებაში ბ.ახალაიას ადვოკატების მხირდან მომხდარი ინციდენტებიდან გამომდინარე, რომლებზეც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიებები, გვინდა განვაცხადოთ, რომ მთავარი პროკურატურა მკაცრად აღკვეთს პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს. აქვე მოგახსენებთ, რომ პროკურატურა ინტენსიურად იძიებს ,,ნავთლუღის" ავტოსადგურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებებს, რასთან დაკავშირებითაც დამატებითი მნიშვნელოვანი დეტალები საზოგადოებისთვის მომავალში გახდება ცნობილი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42