დღეს კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი გაიხსნება
პოზიცია - 15:37, 28 Nov, 2012     4011

 

ქალბატონი ნუნუ გაბუნია შეიძლება ითქვას, რომ ყველა თაობის კომპოზიტორია და გარდა საესტრადო სიმღერებისა, მისი შემოქმედების აქტივში შედის ,,ავე მარია'', რომელიც მსოფლიოში აღიარებულ 18 ,,ავე მარიათა'' შორის არის შესული. თუმცა, თავის დროზე არც კი იცოდნენ, რომ კომპოზიტორი გაბუნია ქართველი იყო... ხვალ ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი იხსნება, სადაც მართალია ,,ავე მარია'' არ შესრულდება, მაგრამ შესრულდება მისი 34 შესანიშნავი სიმღერა... საქართველოში იშვიათად, მაგრამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად ასრულებენ მის ,,ავემარიას''... ,,მიხარია, რომ ბახ-გუნო, შუბერტი, ვერდი, ბიზე, სენსანსი და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ და იმათ გვერდით არის და სრულდება ნუნუ გაბუნია, ძალიან ბედნიერი ვარ მე ამით...’’-განაცხადა ქალაბატონმა ნუნუ გაბუნიამ სააგენტო ,,ნიუპოსტთან’’ ინტერვიუში, რომლის ჩაწერაც რეპეტიციაზე მოვახერხეთ.

 

-ქალბატონო ნუნუ, რას ნიშვნავს თქვენთვის ეს დღე? თქვენი ვარსკვალვი იხსნება და ჩვენ აქ ვნახეთ, რომ კიდევ ერთი თაობა გამოჩნდა, რომელიც თქვენს სიმღერებს შეასრულებს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდა შეასრულებს ჩემს სიმღერებს, იქნება ეს ძველი სიმღერა თუ ახალი რეპერტუარიდან, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მეორე ის არის, რომ ძალიან ბევრი ახალი სიმღერა შესრულდება. დიდი ხანია მინდოდა, რომ კონცერტი შემდგარიყო, კი ვარსვლავს მიგებენ და ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ მერია რომ არ ყოფილიყო, ჩემს ახალი სიმღერებს ალბათ ასეთი ფართო აუდიტორია ვერ მოისმენდა. იგივე ნეკა სებისკვერაძე, თავადაც ასრულებს ჩემს სიმღერას კონცერტზე, და ახლაც კი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია, სტუმრები ჰყავს პოლონეთიდან... მაინც მოვიდა და აქ არის.

 

 

-ქალბატონო ნუნუ რამდენადაც ვიცი, დიდი ხანია იგიგმებოდ თქვენი ვარსკვლავის გახსნა.

კი იგეგმებოდა დიდი ხანია, მაგრამ კომპოზიტორებმა ცალ-ცალკე მოინდომეს, მე არ მქონია პეტენცზია არც მაშინ... მაგრამ ეხლა რაკი მოხდა ასე, უკეთესია ჩემთვის, რადგან 34 სიმღერა შესრულდება და ეს უკვე ძალიან კარგია, სულ მეუბნებიან, რომ ეს სამი კონცერტის პროგრამა არისო.

 

ქალბატონო ნუნუ, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენ ცნობილ ავე მარიასთან დაკავშირებით... საზოგადოების ნაწილმა ალბათ არც იცის, რომ მსოფლიოს 18 ,,ავე მარიაში'' არის შეტანილი ნუნუ გაბუნიას მიერ შექმნილი ,,ავე მარია'', მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, თქვენს შემოქმედებით საღამოზე, თქვენი ვარსკვლავის გახსნის საღამოზე, ,,ავე-მარია'' არ შესრულდება.

დიახ, გეთანხმებით, 18 საუკეთესო ,,ავემარიათა'' შორის ერთ-ერთი ჩემია და ეს ძალიან მახარებს. რაც შეეხება საღამოს, აქ ძირითადად უფრო ქართული საესტრადო სიმღერები შესრულდება. ვნახოთ, შეიძლება მერე ცალკე იყოს ჩემი შემოქმედების კლასიკური ნაწილის საღამო და თუ ეს იქნება შესაძლებელი, კი ბატონო...

 

 

-თუმცა ქალბატონო ნუნუ, თქვენ კიდევ გაქვთ კლასიკური ნაწარმეობები შექმნილი...

იცით რა, ძალიან ბევრი მაქვს შექმნილი კლასიკური ჟანრის, მათ შორის ჩემი ოპერა დაიდგა სვერდლოვსკში და თბილისიში არ დაიდგა, ,,იმპრესარიო კანარის კუნძულებიდან’’ - ასეთი სათაურით... ეს გახლდათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდი... ძალიან დიდი წარმატებით დაიდგა იმიტომ, რომ კამერული თეატრი გაიხსნა სვერდლოვსკში მაშინ და ჩემი ოპერით გახსნეს, შემდეგ საოპერო სტუდიაშიაც დადგეს. ამას გარდა, უამრავი მაქვს კიდევ შექმნილი, ორი ბალეტი მაქვს, მაგრამ ნუ ვინ დადგამს? არიან კომპოზიტორები, რომელთაც შეუძლიათ, რომ მივიდნენ, მოითხოვონ... მე ვერ ვითხოვდი ვერასდროს იმას, რომ ჩემი ოპერები თუ ბალეტი დადგმულიყო ჩვენს საოპერო სცენაზე. დამერწმუნეთ, მერიას რომ არ შემოეთავაზებინა ვარსკვლავის გახსნა და ამ საღამოს გაკეთება, მე ვერც ამას მოვითხოვდი, ამისთვის უღრმესი მადლობა მერიას... ჩემი საყვარელი შოთიკო მაღლაკელიძე, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი პატრონიათქო, ზოგადად მუსიკოსების და კომპოზიტორების... ასე რომ, ნეკა სეფისკევრაძე, ანი ლაღიძე, ქალბატონი ნანა გიორგაძე, ესენი მიდგანან მხარში და მე მინდა, რომ მათ საჯაროდ, თქვენი მეშვეობით, მადლობა ვუთხრა. ეს ადამიანები რომ არა, მე ამასაც ვერ შევძლებდი, ჩემთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

სხვათაშორის დავით საყვარელიძემ მთხოვა, და თუ მოხდა ასე კარგი იქნება, რომ მოგვეცით თქვენი საოპერო ნაწარმოებები და ჩვენი მომღერლები იმღერებენო და თუ მოხდა ასე, მაშინ ,,ავე მარიაც'' გაჟღედება. გარდა ამისა, მე მარტო ერთი ,,ავე მარია'' კი არა - სამი მაქვს. რატომღაც ჰგონაით, რომ მარტო საესტრადო და საბავშვო სიმღერებს ვწერ, ეს ასე არ არის, ორი ოპერის ავტორი ვარ, ორი ბალეტის, სიმფონიურის... სხვათაშორის ამ საღამოზე გვინდოდა კიდეც, რომ სიმფონიური მაინც გაგვეტანა, მაგრამ ისედაც 34 ნაწარმოები სრულდება და ის გახლავთ 9 წუთიანი და ამიტომ დროის სიმცირის გამო ამოვიღეთ, თორემ ორკესტრს კიდევაც უნდოდა, რომ ჩვენიც იყოს რამე მარტო ორკესტრმა რომ შევასრულოთო... ასე, რომ ...

 

 

-ქალბატონო ნუნუ, ძალიან ბევრმა არ იცის, რომ თქვენი ,,ავე მარია'' ევროპის ქვეყნებში დღემდე სრულდება.

თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წლინ, როცა 18 საუკეთესო ,,ავე-მარიაში'' მოხვდა ჩემიც, არ იცოდნენ რომ ნუნუ გაბუნია იყო ქართველი, ალბათ ,,ძე’’-ზე და ,,შვილ’’-ზე დაბოლოებული გვარი რომ ყოფილიყო, მიხვდებოდნენ, მაგრამ რატომღაც ვერ მიხვდნენ, რომ გაბუნია იყო ქართველი. თითქმის ყველა ქვეყანაში მღერიან - პოლონეთში, ამერიკაში, საფრანგეთში, აგერ რომის კონსერვატორიიდან მთხოვეს და იქაც მღერიან, ვენის კონსერვატორიამ მთხოვა ნოტები, რადგან ვენაში საკონცერტო დარბაზია საუკეთესო, ,,koncert haus’’ ქვია და იქ სრულდება ხოლმე საშობაოდ ჩემი ,,ავე-მარია'', ხან ვინ ასრულებს და ხან ვინ.. და მიხარია, რომ ბახ-გუნო, შუბერტი, ვერდი, ბიზე, სენსანსი და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, და აი, იმათ გვერდით არის და სრულდება ნუნუ გაბუნია. ძალიან ბედნიერი ვარ მე ამით...

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ნუნუ გაბუნიას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მაია ჯაბუა, დათო ნოზაძე, ლაშა და ანი ღლონტები, ირმა სოხაძე, თეატრალურის კვარტეტი, აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო მეტონიძე, დათო არჩვაძე, ლიზა ბაგრატიონი, ეთერ კაკულია, მერაბ ვარდოსანიძე, ნუკრი კაპანაძე, სოფო ბედია, ლელა თელია, კვარტეტი "ალილო", დათუნა სირბილაძე, ნათია პერანიძე, ნინუცა ბედიაშვილი, ანსამბლები "ფესვები" და "მუხამბაზი".

კონცერტის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიისა ორგანიზებით ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42