1. არკანსასში ძაღლი არ უნდა ყეფდეს 18:00 მერე.
2. კონექტიკუტში აკრძალულია მზის ჩასვლის შემდეგ უკუსვლით იარო.
3.დედას არ აქვს უფლება დაუხვიოს ბავშვს თმა, თუ არ აქვს სპეციალური ლიცენზია.
4. ჩრდილოეთ დაკოტაში კანონითაა აკრძალული ლოგინში ფეხსაცმლით წოლა
5. ტეხასში აკრძალულია მთელი ბრიტანეთის ენციკლოპედია, რადგან მასში წერია, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ლუდი სახლში
6. ვიომინგში ადამიანი, რომელიც ეზოს ჭიშკარს ღიას ტოვებს ვერ გადაურჩება 750$-იან ჯარიმას.
7. არალეგალურია გადაუღოთ სურათი კურდღელს იანვრიდან აპრილამდე სპეციალური ნებართვის გარეშე.
8. ძალიან მნიშვნელოვანი: ნიუ ჯერსიში კანონით ისჯება კვირას კომბოსტოს გაყიდვა.
9. სულ ახლახან კი ჯ. ბუშის ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე.
10.ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა.
11.მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე;
12. აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა.
13. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100$.
14. მაიამში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.
15.ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის.
16. ქ. ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვეაში ეს იკრძალება.
17.ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე.
18.კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუ კი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისია 40 კგ-ზე ნაკლები და
90 კგ-ზე მეტი წონის ქალები.
19. ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება. (ალბათ პირველიდან მეხუთე სართულიდან გადმოხტომა არ იქნება მძიმე სასჯელი.
"ბეგრაუნდ.გე"
მასალის გამოყენების პირობები






