სასწრაფოდ: ,,ახალაიას საქმის მთავარი მოწმე გაიტაცეს"
სამართალი - 18:04, 07 Feb, 2014     3367

"დღეს როდესაც ოფისში მოვედით დაახლოებით 13:00 საათზე, ოფისის დაცვამ გვითხრა, რომ ვიღაც ადამიანი იყო მოსული და გვეძებდა (არსებობს შენობის კამერის ჩანაწერი) გველოდა რამოდენიმე ხანი და დატოვა ნომერი, სასწრაფოდ დამირეკონო. ჩვენი ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და ბევრ ადამიანს ვეხმარებით, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ვიღაცას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება და იმ ნომერზე გადავურეკეთ. მან არ დაასახელა თავისი ვინაობა და გვითხრა რომ მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვიდოდა. მართლაც მოვიდა და აღმოჩნდა გია გორგაძე - ეს არის მთავარი ე.წ. დაზარალებული და მთავარი მოწმე ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალში, რომელიც 13 იანვარს წაუყენეს, თითქოს ბაჩომ ვიღაც 6 პატიმარი ცემა, იმისთვის რომ აღეარებინათ რომ ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ (ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გია გორგაძე არის იმ ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირის ძმა, რომელიც 2006 წელს სპერცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული ნავთლუღის ბაზართან). მოკლედ ამ გია გორგაძემ გვითხრა რომ მოვიდა იმისთვის, რომ ეთქვა სიმართლე და ეს სიმარლე იყო ის რომ მას აიძულეს მიეცა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მაშინ როცა მისი სიტყვებით მას "ბაჩო ახალაია ცხოვრებაში არ ყავს ნანახი". ჩვენ დავუკავშირდით ეგრევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ კახა კოჟორიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომლებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში. გია გორგაძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ტელევიზიის მეშვეობით ის ხალხს ეტყოდა სიმართლეს და ასევე აპირებდა მისულიყო სახალხო დამცველის ოფისში. ავტეხეთ ჟურნალისტებთან რეკვა (და როგორც ჩანს ჩვენი "სუს"-ი კარგად გვისმენს) და 4 საათზე დაიგეგმა პრაიმთაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია და ეს ადამიანი მივიდა იქ. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, დაახლოებით 10 სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ მას ოჯახი ეძებდა, გაუყარეს ხელკავი, ჩასვეს მანქანაში და დღისით მზისით ჟურნალისტების თვალწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს ეს ადამიანი. ჩვენთვის ამ წუთამდე უცნობია სად იმყოფება გია გორგაძე და ვითხოვთ დაინტერესდეს ყველა შესაბამისი ორგანო თუ პირი მისი ადგილსამყოფელით!!!", - აცხადებს ანი ნადარეიშილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42