უვარგისი ხორცი ბაზრებსა და მაღაზიებში - დაკავებულია საჯარო მოხელეები
სამართალი - 15:09, 07 Feb, 2014     3305

დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით სახელმწიფო მოხელეები დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. დაკავებულებს სამართალდამცველები საბუთების გაყალბებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედავებიან. დაკავებულთა დანაშაულის შედეგად, უვარგისი ხორცი ბაზრებსა და მაღაზიებში ხვდებოდა და მისი რეალიზაცია ხდებოდა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იმ უწყებათა საქმიანობა გადაამოწმა, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ხორცპროდუქტების შემოწმება და მისი ვარგისიანობის დადგენა. ამ პროცესში საგამოძიებო სამსახურმა სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა.

კერძოდ, საგამოძიებო სამსახურმა, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ეთერ ინასარიძე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 400 კგ ხორცპროდუქტების საკვებად ვარგიასიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარების დროს, კვლევისათვის ნიმუშის აღებისას შეარჩია საქონლის ხორცის შედარებით უკეთესი ნაწილი, ხოლო ცუდი ვიზუალის და შეფერილობის ხორცპროდუქტებს ექსპერტიზა განზრახ არ ჩაუტარა. რის შემდეგაც ყალბი დასკვნა გასცა, რომელშიც საკვებად უვარგისი აღნიშნული ხორცპროდუქტები ვარგისიანად დააფიქსირა.

გარდა ამისა, ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით გამოვლენილია კიდევ რამდენიმე სამართალდარღვევა.

სამართალდამცველებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიცალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები - მიხეილ კაპანაძე, ვლადიმერ ჩუხრუკიძე, თეიმურაზ მარხვაშვილი და მოქალაქეები - კახა კოპაძე და გიორგი გოგიშვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვეტერან-ექიმებმა მიხეილ კაპანაძემ, თეიმურაზ მარხვაშვილმა და ვლადიმერ ჩუხრუკიძემ, ქრთამის აღების სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, საქონლის ხორცის შემოწმების გარეშე გასცეს ვეტერინარული მოწმობები.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასაკლაოს ორგანიზებისა და ფუნქციონირების სფეროში დასაქმებული შპს „Crosslane investments limited“-ის, თანამშრომელმა გიორგი გოგიშვილმა, რომელსაც არ ჰქონდა ექიმ-ვეტერინარის კვალიფიკაცია და შესაბამისად, საქონლის ხორცის დადამღვისა და სურსათის ვეტერინარული მოწმობის გაცემაზე სათანადო უფლებამოსილება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ვეტერინარული მოწმობა გაასაღა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ზემოთხსენებული სამართალდარღვევის შედეგად უვარგისი ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ დახლებზე ხვდებოდა, რაც დროულად იქნა აღკვეთილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის და 370-ე მუხლის პირველი ნაწილებით, 338-ე მუხლის, 341-ე მუხლისა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე, ასევე თავისუფლების 9 წლით აღკვეთას ითვალისწინებს”, - განაცხადა გრძელიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42