ჩეხური დიეტა, რომლითაც კვირაში 5 კგ-ს დაიკლებთ
ეს საინტერესოა - 11:02, 07 Feb, 2014     39171

სწორი დიეტა არასოდეს გულისხმობს შიმშილს, სწორად შერჩეული რაციონის დახმარებით თქვენ აუცილებლად შეძლებთ სასურველ წონას მიაღწიოთ. შიმშილით დაკლებულ კილოგრამებს ორმაგად და ძალიან მალე აინაზღაურებთ, სწორედ ამიტომ დღეს გთვაზობთ ჩეხი დიეტოლოგების მიერ შემუშავებულ კვებას, რომლის დახმარებითაც თქვენ ერთ კვირაში 5 კგ-ის დაკლების საშუალება გექნებათ, თანაც ისე, რომ შიმშილს საერთოდ ვერ იგრძნობთ.

პირველი დღე

საუზმე – მაგრად მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა, ორცხობილა

ლანჩი – 100 გ. ვაშლი

სადილი – 130 გ. ძროხისმოხარშული მჭლე ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, 200 გ ბოსტნეულის სალათა, ყავა, მინერალური წყალი

სამხარი – ჩაი, 100 გ ხილი

ვახშამი – 80 გ მოხარშული ნაკლებცხიმიანი ლორი, მოხარშული კვერცხი, 100 გ ხილი, 10 გ ნაღების კარაქი, წვენი

მეორე დღე

საუზმე – მწვანე ჩაი, 1 ჩ/კ თაფლი, ორცხობილა

ლანჩი – 200 გ მცენარეული ზეთით შეკაზმული სტაფილოს სალათა

სადილი – 50 გ მოშუშული ძროხის ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, გაზგასული მინერალური წყალი

სამხარი – რძიანი ყავა ან ხილის წვენი

ვახშამი – 150 გ ჰაერღუმელში შემწვარი თევზის ფილე, 150 გ ისპანახი, მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი

მესამე დღე

საუზმე – 30 გ მჭლე ლორი, 20 გ ორცხობილა, ჩაი

ლანჩი – 150 გ გრეიფრუტი ან 100 მლ გრეიფრუტის წვენი

სადილი – 150 გ მოხარშული ხორცი 200 გ სტაფილოთი ან კარტოფილით

სამხარი – ერთი ჭიქა ტომატის წვენი და ორცხობილა

ვახშამი – 100 გ მოხარშული კარტოფილი 50 გ ხაჭოსთან ერთად, 1 ჩ/კ თაფლი, გაზგასული მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი

მეოთხე დღე

საუზმე – 50 გ მდნარი ყველი, 30 გ პური, 1 ჩ/კ თაფლი, მწვანე ჩაი

ლანჩი – ერთი ფორთოხალი ან მოზრდილი მანდარინი

სადილი – 150 გ ქათმის ფილე, მინერალური წყალი, 100 გ კარტოფილი, 150 გ კიტრის სალათა

სამხარი – 150 გ ვაშლი

ვახშამი – მცენარეულ ზეთზე მომზადებული ლორიანი ომლეტი (2 კვერცხი, 30 გ ლორი), 150 გ პომიდვრის სალათა, წვენი ან მინერალური წყალი

მეხუთე დღე

საუზმე – 100 გ უცხიმო ხაჭო, 30 გ უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, 1 ჩ/კ თაფლი, მწვანე ჩაი

ლანჩი – 100 გ კენკრა ან ნაკლებად ტკბილი ხილი

სადილი – 150 გ მჭლე ხორცი, 100 გ კარტოფილი, ჩირის კომპოტი

სამხარი – ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი ან 150 გ ვაშლი (შეიძლება მსხალიც)

ვახშამი – მცენარეული ზეთით შეკაზმული ბოსტნეულის სალათა, წვენი ან მინერალური წყალი

მეექვსე დღე

საუზმე – ერთი მოზრდილი ვაშლი ან მსხალი

ლანჩი – მცენარეული ზეთით შეკაზმული 200 გ სტაფილოს სალათა

სადილი –100 გ ხბოს ხორცი სოუსით, 100 გ კარტოფილი, 50 გ კომბოსტოს სალათა

სამხარი – 50 გ ბოლოკი

ვახშამი – 100 გ ქამა სოკო კვერცხით, მცენარეული ზეთითა და ლიმონის წვენით შეკაზმული კიტრის სალათა, გაზგასული მინერალური წყალი

მეშვიდე დღე

სუუზმე – 50 გ უცხიმო ხაჭო, 20 გ ორცხობილა, 1 ჩ/კ თაფლი, ჩაი

ლანჩი – ერთი ჭიქა რძე

სადილი – ღორის 150 გ შემწვარი მჭლე ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, მცენარეული ზეთით შეკაზმული 100 გ ბოსტნელის სალათა ოხრახუშით

სამხარი – რძიანი ყავა, 200 გ მოშუშული პარკი ლობიო, მინერალური წყალი

ვახშამი – ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი კრეკერით ან ორცხობილათი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42