რიცხვი 13 უიღბლობასთან არის დაკავშირებული. არავინ შლის 13 კაციან სუფრას, ნაკლებად ყიდულობენ ბინას მე-13 სართულზე, თავს არიდებენ 13-ში ქორწილისა და მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმვას. . . ერთი სიტყვით, ადამიანთა უმრავლესობას ტრისკაიდეკაფობია ჭირს, ანუ რიცხვ 13-ის შიში აქვს.
რა არის ამ კონკრეტული რიცხვის მიმართ ფობიის არსებობის მიზეზი? არსებობს რაიმე ფაქტი, რომელიც 13-ის უიღბლობას ამტკიცებს?
,, არანაირი საბუთი, წყარო ან ფაქტი, რომელიც რიცხვ 13-ის უიღბლობას მიანიშნებს, არ არსებობს. არანაირმა ძიებამ შედეგი არ გამოიღო,“- ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი იგორ რადუნი. პროფესორის თქმით, ადამიანებს არ აქვთ მიზეზი, რომელიმე რიცხვს იღბლიანობა ან უიღბლობა ,,დააბრალონ.“
რადუმისგან განსხვავებით, ამ რიცხვის ავკარგიანობას უფრო კრიტიკულად სხვა მეცნიერები განიხილავენ. ჯერ კიდევ 1993 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოქვეყნდა სია, სადაც 2 წლის განმავლობაში 13 რიცხვში მომხდარი ავარიების რიცხვი ათმაგად აღემატებოდა სხვა დღეების ტრაგიკულ შემთხვევებს. ამ რიცხვის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები კი ამტკიცებდნენ, რომ ავარიების რაოდენობა მანქანების სიმრავლეზე იყო დამოკიდებული.
თანამედროვე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ 13-ის მიმართ შიში და არაკეთილგანწყობილება ძველი შეხედულებების, ტრადიციებისა და კანონების ბრალია. ადამიანებს კი ეს სულსა და გონებაში ჰქონდათ გამჯდარი და საკუთარ დამოკიდებულებას თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
მაინც რა იწვევდა ამ რიცხვის მიმართ შიშსა და არაკეთილგანწყობილებას?
შუა საუკუნეებში 13-ის ხმამაღლა წარმოთქმა აკრძალული იყო. ლეგენდის მიხედვით, პარასკევისა და 13-ის თანხვედრისას, 12 ჯადოქარი იკრიბებოდა, ხოლო მეცამეტე თვით სატანა იყო. დაფიქრდით, ღირს კი ლეგენდებისა და მითების დაჯერება?
საიდუმლო სერობაზე მაგიდასთან ცამეტ კაცს შორის მეცამეტე იუდა იყო. ამ საიდულო სერობის შემდეგ ქრისტე შეიპყრეს და ჯვრას აცვეს. სწორედ აქედან წამოვიდა ცრურწმენა იმის შესახებ, რომ თუ მაგიდასთან 13 ადამიანი ზის, ერთ-ერთი მათგანი წლის განმავლობაში მოკვდება. მართალია, რელიგია პატივსაცემია, თუმცა ეს ცრურწმენაა და არა რელიგიური ხედვა.
ერთი სიტყვით, რწმენა იმის შესახებ, რომ 13 რიცხვში რამე მოგივათ, სრული აბსურდია. შეხედეთ ყოველ დღეს ისე, როგორც ღვთის საჩუქარს. პრობლემები ხომ 11-შიც გექმნებათ და 30-შიც?!
მასალის გამოყენების პირობები






