მცენარეებს საკვების სახით ყოველდღიურად ვიყენებთ, თუმცა ცოტა რამ თუ ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვება ნივთიერებები, რომლებიც გამაჯანსაღებელ, მატონიზირებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, აღადგენს ფიზიოლოგიურ წონასწორობასა და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
მაყვალი ვარდისებრთა გვარის წარმომადგენელია და მისი 200-მდე სახეობაა გავრცელებული მსოფლიოში. მისი ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს: 4-8% შაქარს, 0.6-1,4% მჟავებს, C ვიტამინსა და კაროტინს.
მაყვლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, მის ექსტრაქტზე ხშირად მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის ამზადებენ სახის საცხებს, მისი წიპწა კი ეფექტურად გამოიყენება სახის კანის პილინგის პროცედურისთივს, რის შედეგადაც სახის კანის იდეალური გაწმენდა და მისთვის ნათელი ფერის დაბრუნება არის შესაძლებელი. მაყვალს თმის მოვლის საშუალებებშიც არანაკლებ წარმატებულად იყენებენ: მაყვალზე დამზადებული თმის შამპუნები და ნიღბები თმის ღერის სტრუქტურას აუმჯობესებენ და მათ მტვრევადობას ამცირებენ, მაყვლის შემცველი შამპუნით კი მშრალი და ნორმალური თმის ღერების კარგად გამოკვება არის შესაძლებელი.
მაყვალში ასევე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შედის, რის გამოც მას ხშირად იყენებენ სახის კანის მოვლის ინდუსტრიები. თუ მაყვალს ხშირად მიიმრთმევთ დიდი რაოდენობით, თავისუფალი რადიკალების გამოდევნის გარდა, ასევე შეძლებთ ათეროსკლეროზის გაჩენის რისკის შემცირებას და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას. ამ მცენარის ფოთლებისგან მზადდება ძალზე სასარგებლო ჩაი, რომელიც იმუნური სისტემის გასამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევა.
მაყვლის ნაყოფის ნახარში ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით, ამიტომ მათ იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. არის აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება.
მაყვლის ფოთლების შმკვრელი თვისებების გამო მის ნახარშს ხშირად იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს.
მათ, ვისაც ცხიმიანი სახის კანი აქვთ, შეუძლიათ მაყვლისგან შემდეგი ნიღაბი დაამზადონ: 50 გრამი დაბლენდერებული მაყვალი უნდა შევურიოთ ნახევარ ჩაის კოვზ თაფლს და ლიმნის რამდენიმე წვეთს. ეს მასა სახეზე წაისვათ და 15 წუთი დაიტოვოთ, შემდეგ კი ნელთბილი წყლით ჩამოიბანოთ.

მასალის გამოყენების პირობები






