მომღერალ სალომე ტეტიაშვილს თავს დაესხნენ. ინციდენტის დეტალებს NEWS.GE-ს ასაჯაროებს.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელმა მას დაკეცილი, ჯიბის დანა მას შემდეგ ესროლა, რაც სალომე ტეტიაშვილმა ტელეფონის ნომერი არ მისცა. მომღერალმა ამ შემთხვევის შემდეგ დაეცა და გონება დაკარგა.
დასისხლიანებული მომღერალი დამნაშავემ, საცხოვრებელი სახლის ახლოს, გამთენიისას, ტაქსით მიიყვანა და დატოვა. სავარაუდოდ მას გონება რამდენიმე საათი ჰქონდა დაკარგული. სალომეს დახმარებისთვის საპატრულო პოლიციისათვის არ მიუმართავს.
შემთხვევა გვიან ღამით, ყაზბეგის გამზირზე მოხდა. როგორც news.ge-ს მომღერალმა განუცხადა, თავდამსხმელმა იგი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ამოიცნო, სახელით მიმართა და ტელეფონი სთხოვა.
“სახლში მარტო ვბრუნდებოდი, გაცნობაზე უარის შემდეგ სახეში მესროლა დანა, თუმცა თავი დავხარე და თავში მომხვდა, გონება მაშინვე დავკარგე“, - განაცხადა ტეტიაშვილმა. ამ დროისათვის სალომე თავს უკეთ გრძნობს.
მასალის გამოყენების პირობები






