ოპერაციაზე საუბრისას თვალწინ წარმოგიდგებათ ექიმი, რომელიც საოპერაციო მაგიდასთან დგას და მამაცი ხელსაწყოების მოწოდებას ითხოვს, თუმცა შემთხვევა, რომელზეც დღეს გესაუბრებით, განსხვავებულია.
ოდესმე გინახავთ ექიმი, რომელიც ეტლს თავად არის მიჯაჭვული, თუმცა ოპერაციას მაინც ატარებს? ალბათ, არა. პროფესორი ტედ რუმელი სწორედ ასეთ უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენს.
რუმელი ცნობილი ქირურგია. მართალია, მას ფეხები პარალიზებული აქვს და გადაადგილება თავად არ შეუძლია, თუმცა საოპერაციო მაგიდასთან ისევე თამამად ,,დგას,“ როგორც – ოდესღაც.
ქირურგის ფეხები 2010 წელს პარალიზდა, თუმცა მან ფარ-ხმალი არ დაკარგა და გადაწყვიტა, ხალხს მაინც დახმარებოდა.
ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ახერხებს ის ოპერაციის ჩატარებას? ოპერაციის მსვლელობისას რუმელი მისთვის სპეციალურად შექმნილ სკამზე ,,დგას,“ სხვა დროს კი უნარშეზღუდულთა ეტლში ზის. პაციენტები მისი პროფესიონალიზმითა და პიროვნებით აღფრთოვანებულები არიან. მიუხედავად ტედ რუმელის ნაკლისა, ქირურგთან საოპერაციოდ პაციენტები რიგს იკავებენ.
ქვევით გთავაზობთ ფოტოებს, სადაც ასახულია მისი ერთი სამუშაო დღე.






მასალის გამოყენების პირობები






