1. გველის მწველავი
ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ გველის შხამი ბევრი რამისათვის გამოიყენება. განსაკუთრებით კი ის სამედიცინო დანიშნულებას იძენს. შესაბამისად, გველის მწველავი ლაბორატორიაში მუშაობს. ამ პროფესიის ადამიანს მთელი დღის გატარება გველის ხელში ჭერაში, მისი წინა ეშვების სპეციალურ ჯამში ჩამოცმასა და შხამის გამოდენაში ევალება. როგორც გველის გამოცდილიმ მწველავები ამბობენ, ახალბედებისთვის ეს სამუშაო საკმაოდ რთულად ჩასატარებელია. პროფესიიდან გამომდინარე, ვაკანსიის დაკავება იშვიათად სურთ, თუმცა სინამდვილეში, ამ პროფესიის ადამიანი კაცობრიობას ყოველდღიურად ეხმარება. შესაძლოა, სიცოცხლის შენარჩუნებაშიც კი.
2. დეგუსტატორი, რომელიც ცხოველების საკვებს სინჯავს.
ოდესმე მოგსვლიათ აზრად, გაგესინჯათ საკვები, რომელსაც ცხოველებს აჭმევთ? ალბათ, არა. ბრიტანულ ფირმა ,,Marks & Spencer”-ს კი მთავარი ტექნოლოგი მხოლოდ საკვების დამზადებაში კი არ ეხმარება, არამედ დამზადებულ საკვებს ადეგუსტატორებს. დამეთანხმებით, ამ პროფესიით დაკავებას, ალბათ, ერთეულებიც ძნელად დასთანხმდებიან.
3. მყნოსველი
მყნოსველი იმ პროფესიის ადამიანია, რომელზეც, ასე თუ ისე, გსმენიათ კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მყნოსველი სულელურ პროფესიად გეჩვენებათ, ის უდაოდ საჭიროა. მაგალითად, იღლიების მსუნავი იმ ქარხანაში მუშაობს, სადაც დეზოდორანტს აწარმოებენ. ბოლოს და ბოლოს, ვინმემ ხომ უნდა გაიგოს, როგორ სუნს გამოსცემს ადამიანის კანზე დეზოდორანტის ტიპი, რომელიც ბაზარზე უნდა გავიდეს?!
4. ცხოველის მასტურბატორი
დამეთანხმებით, ეს არის ყველაზე ცუდი პროფესია, რაც კი ოდესმე გაგიგიათ. ამ პროფესიის ადამიანებს საქონლის მასტურბირება ევალებათ. მასტურბირების მიზანი კი ხელოვნური განაყოფიერებაა. მასტურბაციას ხელთათმანით შეფუთული ხელით აკეთებნენ, თუმცა თანამედროვე ,,პროფესიონალები“ ახალ ხერხს იყენებენ. ისინი ცხოველს სპეციალურ მოწყობილობას უდებენ, მოწყობილობა კი ელექტრულ იმპულსებს გზავნის და საქონლის სტიმულირებას იწვევს.
შესაძლოა, ოთხივე პროფესია თქვენთვის სრულიად ამაზრზენი იყოს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თითოეული მათგანი კაცობრიობისთვისაა აუცილებელი.
მასალის გამოყენების პირობები






