ბაჩო ახალია ხელისუფლებაზე: გაივლის პერიოდი და აღმოჩნდებიან იქ, სადაც ახლა მე ვზივარ...
სამართალი - 15:44, 05 Feb, 2014     3170

გაივლის პერიოდი და ვინც ახლა სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებენ კანონის სრული დაცვით აღმოჩნდებიან იქ, სადაც ახლა მე ვზივარ, აღნიშნული განცხადება ექს შსს და თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა, საზოგადოებას მიართვეს სანახაობა, კერძოდ, ჩემი, მერაბიშვილის და სხვათა საქმეები და რაც დრო გადის ხედავთ, რომ ეს საქმეები იფშვნება. დარწმუნებული ვარ, მათ ეს სანახაობები სჭირდებათ. მე ვიცი და გიგი უგულავამაც თქვა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე მიდის ზეწოლა. არსებობენ მოსამართლეები, რომლებზეც ზეწოლის მოხდენა რთულია, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც თავად სურთ პროკურატურის ნაწილი გახდნენ, ამიტომ საფრთხილოა ახლა წარმოებული გამოძიებები. ჩვენ არ გვყავს ის საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც რეალურ ობიექტურობას დაადგენენ. მათ არ აინტერესებთ რეალობის აღდგენა, მათ უნდათ ჩემი ციხეში ყოფნა. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი ჩაივლის და შერჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ვარ, ბევრ ინფორმაციას ვფლობ. წელიწადზე მეტია, წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები. მე მგონი, ესეც უპრეცედენტოა. კარგად ვუვლი იმ დაწესებულებას, სადაც ვარ, რადგან გაივლის პერიოდი და ვინც ახლა სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებენ კანონის სრული დაცვით აღმოჩნდებიან იქ, სადაც ახლა მე ვზივარ“, - განაცხადა ახალაიამ.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროკურატურა ახალაიას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჩო ახალაია და მასთან ერთად საქმეში ბრალდებული პირები არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო. მეორე მუხლით წაყენებული ბრალი კი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობდა, მოუხსნა. სწორედ ამას ასაჩივრებს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში.

ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

სააპელაციო სასამართლოში ახალაიას წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დღეს დასრულდა. მხარეებმა რეპლიკები თქვეს და ბრალდებულ ახალაიას საბოლოო სიტყვის თქმის საშუალება მიეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42