ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველო, კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საზოგადოებისათვის საინტერესო არაერთ კვლევას ატარებს. სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად აღსანიშნავია 2 მიმართულება: საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა და ხელწერის ექსპერტიზა.
საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა იკვლევს: ჩანაწერებში არსებული ცვლილებების ფაქტის დადგენას (ამოშლა, მიწერა, ცალკეული ელემენტებისმიხატვა); ჩანაწერებში ცვლილების არსებობის შემთხვევაში თავდაპირველი ჩანაწერის აღდგენას; ქიმიურად დამუშავებული და გარეცხილი საბუთების კვლევას; ტექნიკური საშუალებებით გაყალბებული ხელმოწერის გამოკვლევას; სურათში ცვლილების ფაქტის დადგენას; საბუთების, ბლანკების დამზადების წესის დადგენას; ბეჭდისა და შტამპის დამზადების წესის დადგენას ანაბეჭდის მიხედვით; ბეჭდისა და შტამპის ანაბეჭდების იდენტიფიკაციას; საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტის ექსპერტიზას და იდენტიფიკაციას; პრინტერზე ამობეჭდილი ტექსტის იდენტიფიკაციას; პოლიგრაფიულ ნაწარმზე (დოკუმენტი, აქციზურიმარკადასხვ.) არსებული დამცავი ნიშნების დადგენას; აქციზური მარკების ან/და ეტიკეტების მეორადი გამოყენების ფაქტის დადგენას; დახეული საბუთების გამოკვლევას; დამწვარი საბუთების გამოკვლევას; ფულადი ნიშნების და პასპორტების დამზადების წესის დადგენას; ურთიერთგადამკვეთი შტრიხების დატანის თანამიმდევრობის დადგენას; საბუთებში შეცვლილი ფურცლების ფაქტის დადგენას; საბუთის ხელნაწერი ტექსტის იდენტიფიკაციას საწერ საშუალებასთან; საბუთის ხანდაზმულობის დადგენას რეკვიზიტების მიხედვით (ბეჭდისა და შტამპის ანაბეჭდი, საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტი);გადახაზული, საღებავით დაფარული სუსტად ხილული და უხილავი ჩანაწერების აღდგენას; საბანკო პლასტიკურიბარათების გამოკვლევას; შტრიხკოდზე არსებული ინფორმაციის წაკითხვას; ჩიპზე არსებული ინფორმაციის წაკითხვას და სხვა.
ხელწერის ექსპერტიზის ჩატარებისას ხორციელდება ისეთი სახის კვლევები, როგორიცაა, ხელნაწერი ტექსტების, ციფრობრივი ჩანაწერების, მოკლე ჩანაწერების, ხელმოწერების გამოკვლევის საფუძველზე მათი შემსრულებლის იდენტიფიკაცია, აგრეთვეუჩვეულო პირობებში შესრულებული ხელნაწერებისა და ხელმოწერების გამოკვლევა(განზრახ ხელის შეცვლა, სხვისი ხელის მიმსგავსებით ხელწერის შესრულება,სულიერიაღელვების, ალკოჰოლური, მძიმე ავადმყოფურ მდგომარეობაში და მოხუცებული ასაკის პირის მიერ შესრულებული ხელნაწერის და ხელმოწერის გამოკვლევა). მარცხენადამარჯვენახელითშესრულებულიჩანაწერებისდახელმოწერებისგამოკვლევა.
საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზას ატარებენ მაღალკვალიფიციური, ევროპის სხვადასხვა წამყვან ლაბორატორიებში ტრენირებული ექსპერტები.ლაბორატორია აკრედიტირებულია ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მათ შორის „MOTIC“, „NATIONAL“ 10X-40X, LEICA M205C მიკროსკოპებით და დანადგარებით, როგორიცაა ვიდეო სპექტრული კომპარატორი VSC4i, VSC6000HS;DocuScan; INTEGRATINGREFLECTOMETER,
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ორიენტირებულია, მომხმარებელს მაღალკვალიფიციური, ზუსტი და ობიექტურიმომსახურებაშესთავაზოს.
მასალის გამოყენების პირობები






