შსს-მ 2003 წელს ჩადენილი დანაშაული გახსნა
სამართალი - 12:20, 05 Feb, 2014     2475

შსს-მ 2003 წელს ჩადენილი დანაშაული გახსნა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1969 წელს დაბადებული გოჩა მ. და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მეშვიდე სამმართველოს უფროსი, 1968 წელს დაბადებული მინდია არაბული დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულის თანამონაწილეები – 1978 წელს დაბადებული მამუკა ჩ. და 1971 წელს დაბადებული, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში პატიმრობაში მყოფი რევაზ გ. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მინდია არაბულმა განიზრახა თავისი მეგობრის, დავით ჩხეიძის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა. ამისთვის იგი დაუკავშირდა გოჩა მ-ს, მამუკა ჩ-ს და რევაზ გ-ს, გაანდო მათ დანაშაულებრივი განზრახვა და შესთავაზა, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ იმჟამინდელ შსს-ს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის საკადრო რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, 1961 წელს დაბადებულ დავით ჩხეიძეს, დაუფლებოდნენ მის კუთვნილ ფულს და შემდეგ გაენაწილებინათ თანხა ერთმანეთში, რასაც ისინი დასთანხმდნენ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მინდია არაბულმა თანამზრახველებს შეატყობინა, რა დროს და რა ადგილას იქნებოდა დავით ჩხეიძე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა დიდი ოდენობით თანხა. 2003 წლის 3 დეკემბერს, მინდია არაბულის დავალებით, გოჩა მ, მამუკა ჩ. და რევაზ გ. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ დავით ჩხეიძეს. შემთხვევას შეესწრო საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, 1976 წელს დაბადებულ ირაკლი ბასილაშვილი. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დავით ჩხეიძეს 25 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ირაკლი ბასილაშვილს „ბერეტა“-ს ტიპის პისტოლეტი გასტაცეს. დაყაჩაღებისას გოჩა მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბასილაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გოჩა მ. 2014 წლის 28 იანვარს ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში იმ დროს დააკავეს, როცა ის მიმალვას აპირებდა, ხოლო მინდია არაბული 1 თებერვალს ყაზბეგის რაიონში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თავის სამუშაო კაბინეტში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით). გამოძიებას აწარმოებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი", - აცხადებენ შსს-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42