ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლა და ყოფილი პრემიერის პრესკონფერენცია შეაფასა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ გადაცემა ,,არჩევანის“ ეთერში.
,,ჩემი აზრით ეს ორგანიზაცია, რაც ივანიშვილმა შექმნა არის მულიაჟი, მისი საცურაო კოსტუმი, რომლითაც მან შემოცურა ხელახლა სამოქალაქო სექტორში. არაფერში მას ეს ორგანზიაცია არ სჭირდება გარდა იმისა, რომ სტატუსი ჰქონდეს - ანუ ყოფილი არ უნდა იყო... უნდა იყო მოქმედი და მოქმედი არის ეს, არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. შეიძლება მას არც უნდოდეს, გინდაც, პრემიერ-მინისტრის რანგში ყოფილად მოხსენიება.
მას ჟურნალისტები მიმართავდნენ სწორად და არ შეშლიათ, როცა ელაპარაკებოდნენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, რაც ჩემი აზრით, ივანიშვილს მაინცდამაინც არ უნდა. თანამდებობიდან წასვლა იყო ამ სურვლის გამოხატულება - მე მექნება პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არ მექნება პოლიტკური პასუხისმგებლობა. ფორმალურიად ის არის სამოქალაქო სექტორის წევრი, რეალურად კი ის არის პოლიტიკური გავლენის მხრივ ნომერი ერთი ფიგურა საქართველოში და ძალიან ცუდად ფარავს, როგორც ლეღვის ფოთოლი, მის ნამდვილ განზრახვებს.
ჩვენ დღეს ყველამ ერთად გავაფორმეთ პოლიტიკური შიზოფრენიის დასაწყისი საქართველოში, როდესაც ერთის მხრივ არის ლიგიტიმაციით აღჭურვილი ძლიერი პლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა და მას ფორმალურად არ აქვს არანაირი პოლტიიკური თანამდებობდა და მეორე მხრივ, არის პარლამენტი, მთავრობა, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ექნება თუ ეს კაცი არ იქნება... ეს კაცი გასული პოლიტიკური ველის მიღმა“, - განაცხადა დავით პაიჭაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






