ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტზე სერგო ქავთარაძეს ბრალი წარედგინა
სამართალი - 15:40, 04 Feb, 2014     2003

"ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად მიმალვაში მყოფი სერგო ქავთარაძე, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აპრილ-მაისში ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" თანამშრომლები ღამის კლუბ "დივაში" იმყოფებოდნენ, სადაც მათ მიერ გართობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიხარჯა საერთო ჯამში - 5 129,45 ლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მოგვიანებით, გაფლანგული თანხების საწარმოს ბუღალტერიაში ასახვის და მისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარის სერგო ქავთარაძის დავალებით, ღამის კლუბ "დივადან" გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რისი მეშვეობითაც უკანონოდ გახარჯული თანხები საწარმოს წარმომადგენლობით ხარჯებში გატარდა.

"ამ გზით, სერგო ქავთარაძის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამიზნობრივად და ფონდის მიზნების საწინააღმდეგოდ, ღამის კლუბ "დივაში" გართობისთვის გაფლანგული იქნა ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" კუთვნილი ფულადი თანხები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - აცხადებენ უწყებაში.

სერგო ქავთარაძეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42