შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტროს დაგეგმილი აქვს შიდსისა და ინფექციურ დაავადებათა კლინიკის რეაბილიტაცია.
მინისტრის განცხადებით, ამისთვის თითქმის ყველაფერი არის მომზადებული, თუმცა ინფექციურ საავადმყოფოს რეაბილიტაციის დასაწყებად არსებობს პრობლემა, იქ იმყოფებიან სოციალურად დაუცველები.
სერგეენკოს თქმით, მათი ნაწილი მართლაც არის უსახლკარო, თუმცა მათთან ერთად იმყოფებიან ისეთი პირებიც, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითბონ სიტუაციით.
მინისტრის თქმით, სერგეენკომ აღნიშნა, რომ არც ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე, თუმცა იმ პირებს, ვინც შექმნილი სიტუაციით საგრებლობენ შენობის დატოვება მოუწევთ.
სერგეენკოს თქმით, ინფექციური საავადმყოფოსა და კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობის რეაბილიტაცია ერთად განხორცელდება, რომელიც დაახლოებით თვენახევარში დაიწყება.
რაც შეეხება ონკოცენტრს, მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ონკოცენტრის არქიტექტურული გეგმა ჯერ არ არსებობს. აღნიშნული ცენტრი გადაკეთდება და მრავალპროფილური გახდება, თუმცა იქ მთავარი წამყვანი ონკოლოგია იქნება.
მინისტრის თქმით, ონკოცენტრის ტერიტორია 27 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, შესაბამსად, მის რეაბილიტაციას უფრო მეტი თანხა დასჭირდება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაჯდება, ხოლო მისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კიდევ დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მთლიანობაში ონკოცენტრის რეაბილიტაცია 50-55 მილიონი დაჯდება.
მასალის გამოყენების პირობები






