ზუგდიდში მცხოვრებმა ,,თავისუფალი ზონის“ წევრმა თემურ მალანიამ ,,ნიუპოსტის“ რედაქციას პირადად შეატყობინა ის ფაქტი, თუ როგორ გაუსწორდა სამი ცუნობი მამაკაცი 3 თებერვლის საღამოს.
მალანიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიტპატიმრის სტატუსით განთავაისუფლებული გიორგი გაბედავას სახელით მიაყენეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თემუ მალანიას 4 თებერვალს სპეციალური პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს.
,,დღეს საღამო საათებში დაახლოებით 18:30 სთ-ზე ზუგდიდში გამარჯვების ქუჩაზე ფეხით სიარულის დროს გამიჩერა თეთრი ფერის ვაზ-21 011 მარკის ავტომობილმა საიდანაც გადმოვიდა 3 ჩემთვის უცნობი პიროვნება, შემაჩერეს შემეკითხეს სახელი და გვარი ვუპასუხე თემური ვარ მალანია მეთქი რის შემდეგაც მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა, მითხრეს რომ ეს გაბედავასგან გეკუთვნისო მითავაზეს მუშტი და ჩამაგდეს სანიაღვრე არხში, რის შემდეგაც ჩაჯდნენ მანქანაში და გაიქცნენ.სამწუხაროდ ტრამვა მიყენებულმა ვერ მოვასწარი მანქნის სანომრე ნიშნის დამახსოვრება.
ჩემო ღრმა რწმენით ეს ყველაფერი ეხება ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა"-ის წევრობას და იქ აქტიურობას. რომელ "თავისუფალი ზონა" ის წევრებსაც გიორგი გაბედავა სულ ცოტა ხნის წინ ემუქრებოდა.
ხვალ ვაპირებ ყველა ჩემთვის ხელმისაწვდომი ტელევიზიის მოწვევას და პრესკონფერენციის ჩატარებას“, - აცხადებს თემურ მალანია.
მასალის გამოყენების პირობები






