რატომ არ დაიჭირეს ნინო ბურჯანაძე
სამართალი - 20:23, 03 Feb, 2014     3361

26 მაისის სასამართლო პროცესზე ნინო ბურჯანაძემ იკითხა: „გასაკვირია, თუკი ჩემს მიმართ გადატრიალების მცდელობაზე ხელისუფლებას კომპრომატი ჰქონდა, რატომ არ დამიჭირეს?“ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი „ნიუპოსთან“ საუბარში აცხადებს, რომ „წინა ხელისუფლება პოლიტიკურ ლიდერებს არ აპატიმრებდა“.

„ასეთი იყო წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება. მხოლოდ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლება არ აკავებდა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არც ნინო ბურჯანაძე და არც ბადრი ბიწაძე არ დაუკავებიათ. მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი იყო რამდენიმე დღით დაკავებული“ - აღნიშნავს შოთა უტიაშვილი.

მისივე განმარტებით, იგორ გიორგაძის პარტიის წევრების დაპატიმრებას პოლიტიკურს ვერ უწოდებს, რადგანაც გიორგაძე „მას შემდეგ რაც საქართველოდან გაიქცა, პოლიტიკაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა.“ რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, შოთა უტიაშვილის განმარტებით, ის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იყო.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შეფასებით, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით გამართლებული იყო, რადგანაც საქართველოს კურსი ევროინტეგრაციისკენ ჰქონდა აღებული და პოლიტიკოსების დაკავება ამ პროცესს ხელს შეუშლიდა.

26 მაისის პროცესზე ნინო ბურჯანაძემ იკითხა: „გასაკვირია, თუკი ჩემს მიმართ გადატრიალების მცდელობაზე ხელისუფლებას კომპრომატი ჰქონდა, რატომ არ დამიჭირეს? თუ ეს ჩანაწერი სიმართლეს შეესაბამება და მოლაპარაკება მქონდა გრუ-სთან, საინტერესოა, მაშინდელმა შს მინისტრმა რატომ არ დამაკავა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“ - განაცხადა დაკითხვის დროს პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

საინტერესოა, რომ ნინო ბურჯანაძეს სკანდალური ჩანაწერის ექსპერტიზა არ მოუთხოვია. ჩანაწერში, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ გაასაჯაროვა, ბურჯანაძე და მისი შვილი გრუ-ს შემოყვანასა და ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42