რით ჰგვანან ქართველები ესპანელებს და განსხვავდებიან გერმანელებისგან
ეს საინტერესოა - 18:58, 03 Feb, 2014     3284

ყოველი ესპანელი, წელიწადში თითქმის 300 საათით მეტს მუშაობს, ვიდრე გერმანელი, თუმცა, მათი შრომის ნაყოფი, გაცილებით დაბალია. მიზეზი - კვალიფიკაციასა და ჩვევებშია, თვლიან სპეციალისტები.

ესპანეთსა და გერმანიაში სამუშაო საათების რაოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემები მოცემულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშში. 20 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის ავტორები, ირწმუნებიან, რომ ესპანეთში საშუალო სტატისტიკური დასაქმებული, წელიწადში ოფიციალურად 1686 საათს მუშაობს, მაშინ, როდესაც მისი გერმანელი კოლეგა სულ - 1397-ს. ამასთან, ესპანეთში საშუალო ხელფასი შეადგენს 1639 ევროს, რაც 33,2 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე გერმანიაში.

სამუშაო დისციპლინა

მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორი ეკონომიკაში, ედუარდო რიოსი თვლის, რომ „სამუშაოზე გატარებული საათები, ესპანეთში, გერმანიასთან შედარებით, შრომის დაბალი ნაყოფიერების კომპენსირებას ვერ ახდენენ“. დოიჩე ველესთან საუბარში, მან გამოთქვა აზრი, რომ ამ სფეროში ჩამორჩენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი - სუსტი სამუშაო დისციპლინაა.

მაგალითად, სამუშაო გრაფიკი, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებებში, ხშირად ირღვევა: სამსახურში 20-30 წუთით დაგვიანება „არც კი ითვლება დისციპლინის დარღვევად“. გამამართლებლად თავად ცხოვრების წესი მოჰყავთ: ბევრი ესპანელი დასაძინებლად შუაღამემდე არ წვება და, ბუნებრივია, გამოძინებას ვერ ასწრებს.

პროფესორის თქმით, წარმოების საქმიანობასთან დაუკავშირებელი საუბრები კოლეგებთან, ესპანელთა სამუშაო დროის სოლიდურ ნაწილს იკავებს. ესპანელთა კიდევ ერთი პრობლემაა - სამსახურში პირადი მიზნებისათვის ინტერნეტის გამოყენება. გარდა ამისა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით, პროფესორმა აღნიშნა, რომ „ესპანეთი, ამ ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა შორის, მეორე ადგილს იკავებს გაფიცვების რაოდენობით, ასევე ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა სამუშაო დროს პროფკავშირების ხანგრძლივი შეკრებებით, მედიკოსებისაგან ავადმყოფობის ბიულეტენების გაცემითა და გაუმართლებებლი სეირნობებით“.

ჩვევები და შრომისადმი დამოკიდებულება

მადრიდის სოციოლოგიური კვლევების ცენტრის თანამშრომელი, დოქტორი გაბრიელა როსპიდე მიიჩნევს, რომ „ესპანელთა შრომის ნაყოფიერებაზე უარყოფითად მათი ჩვევები მოქმედებს“. სოციოლოგის თქმით, მისი თანამემამულეები, მაგალითად, არ არიან მიჩვეული სახლში საუზმობას: დილით ნახევარი საათით წამუშავების შემდეგ, ისინი უახლოეს ბარში მიემართებიან. სიგარეტის მოსაწევად გასვლას ესპანელები 10-დან 20 წუთამდე ანდომებენ. სადილისათვის შესვენება ერთიდან ორ საათამდე გრძელდება: სამსახურის სასადილოები აქ, როგორც წესი, არ არსებობს და ხალხი ქალაქის კაფეების მომსახურებას მიმართავს.

ესპანელთა უმრავლესობის შრომისადმი დამოკიდებულება „განსხვავდება დანარჩენი ევროპელების დამოკიდებულებისაგან“, აღნიშნა DW-ს თანამოსაუბრემ. ისინი, როგორც წესი, თავისი საქმის მიმართ გულგრილნი არიან - ეს მათთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა“. სოციოლოგმა ევროკავშირის ქვეყნების ახალგაზრდებში რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვა გაიხსენა. კვლევის მსვლელობისას გამოირკვა, რომ ესპანელებისთვის ცხოვრების პრიორიტეტს გართობა წარმოადგენს, მაშინ, როდესაც მათი გერმანელი, ბრიტანელი, ფრანგი და სხვა თანატოლებისათვის - პრესტიჟული პროფესიის მიღება, საინტერესო სამუშაო და სამსახურებრივი კარიერაა.

კვალიფიკაცია და ტექნიკური პროგრესი

დაბალი საერთო და პროფესიული მომზადება ესპანეთის კიდევ ერთი პრობლემაა. დოქტორი როსპიდე ამბობს, რომ ესპანეთში მოსწავლეთა მესამედი, სავალდებულო საშუალო განათლების მიღების გარეშე, ტოვებს სკოლას. ეს ევროკავშირში ეგრეთ წოდებული „სასკოლო ჩავარდნის“ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. თავის მხრივ, ატესტატის უქონლობა ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის მიღების საშუალებას არ იძლევა. პროფესიული მომზადების ცენტრებში სპეციალობას ესპანელი ახალგაზრდების მხოლოდ 32 პროცენტი იღებს მაშინ, როდესაც ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელი 58 პროცენტია.

აქედან გამომდინარე, პროფესორი რიოსი თვლის, რომ ესპანელ მშრომელთა და მომსახურეთა ძირითადი მასა, მაღალ კვალიფიკაციას არ ფლობს, რაც უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას აფერხებს. მაგრამ ადამიანური ფაქტორი, მისი თქმით, არაერთადერთი მიზეზია ესპანეთში შრომის დაბალი ნაყოფიერებისა: „გარკვეულ ნეგატიურ როლს სახსრების უკმარისობაც თამაშობს“. ესპანეთი ევროკავშირში სამეცნიერო განვითარებაში ინვესტიციებით 21-ე ადგილს იკავებს. ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ის მხოლოდ პორტუგალიასა და საბერძნეთს უსწრებს. შედეგი: კონკურენტუნარიანობის მხრივ ესპანეთი ევროკავშირში მხოლოდ მე-14-ე ადგილს იკავებს.

dw.de





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42