ნინო ბურჯანაძე - უსამართლობაა, რომ აქ მარტო ვანო მერაბიშვილი ზის
სამართალი - 14:17, 03 Feb, 2014     2591

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქალაქო სასამართლოში 26 მაისის აქციის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „იმ დროს ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა“.

მისი განცხადებით ერთ აქტივისტზე სამი სპეცრაზმელი მოდიოდა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა 26 მაისი 9 აპრილს და 7 ნოემბერს შეადარა და განაცხადა, რომ იმ დღეს ყოფილმა ხელისუფლება აქციის მონაწილეებს გასასვლელი გზა არ დაუტოვა.

ბურჯანაძის თქმით, 26 მაისის აქციის საქმეში ვანო ერაბიშვილთან ერთად ბრალდებული უნდა იყოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„უსამართლობაა, რომ აქ მარტო ვანო მერაბიშვილი ზის. პირველ რიგში აქ უნდა იჯდეს მიხეილ სააკაშვილი. თუ ვინმე დამნაშავეა, პირველ რიგში დამნაშავეა მიხეილ სააკაშვილი. იმედი მაქვს კიდევ მომიწევს აქ მოსვლა, უკვე სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად. 12 საათიდან სადღაც 10 წუთში მასშტაბური სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო. ეს არ იყო მიტინგის დაშლა. ძალიან საინტერესო გახლდათ ის არგუმენტაცია, რომელსაც იყენებდა ხელისუფლება. ჩვენ არ გვჭირდებოდა არანაირი სანქცია. საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება შეიკრიბონ და გამოთქვან თავისი მოსაზრება. არანაირი აუცილებლობა იმის, რომ მაინცდამაინც იმ დღეს ჩატარებულიყო აღლუმი რუსთაველზე, არ არსებობდა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42