თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სასამართლოს ეზოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "თავისუფალი ზონის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ და მისმა სლოგანმა: "ბურჯანაძეების ოჯახი გრუ-ს ჯაშუშები", "დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები გააღიზიანა.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, ნინო ბურჯანაძე რუსეთის ჯაშუში არ არის და ეს არაერთხელ დადასტურდა.
ამ წუთებში სასამართლოსთან სიტუაციის განმუხტვას საპატრულო პოლიცია ცდილობს.
26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაიკითხება.
"თავისუფალი ზონის" წევრები სასამართლოსთან სწორედ ბურჯანაძის საწინააღმდეგო და მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






