შსს-მ საერთაშორისო კიბერდანაშაული გახსნა
სამართალი - 09:43, 03 Feb, 2014     1420

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული დიმიტრი წ. და 1966 წელს დაბადებული ზვიად წ. ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანგარიშებიდან თანხის დაუფლების ბრალდებით დააკავეს, ხოლო უკრაინის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე – იური ხ, სერგი ტ, სტანისლავ დ, კონსტანტინ კ, რუსლან მ. და ვიქტორ რ. ამავე დანაშაულში ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი წ-ს უკრაინის მოქალაქე იური ხ. დაუკავშირდა, რომელმაც მის და მისი ხუთი თანამზრახველის, ასევე, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეების სახელზე დამზადებული 47 ყალბი საკრედიტო ბარათი გადასცა და აუხსნა, რომ აღნიშნულ საკრედიტო ბარათებზე დატანილი იყო ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების საბანკო მონაცემებით. იური ხ-მ დიმიტრი წ-ს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, საქართველოში არსებული ბანკების გამოყენებით, აღნიშნული ყალბი საკრედიტო ბარათებიდან თანხების მოხსნა შესთავაზა. რის შემდეგ დიმიტრი წ-ს თანხები უკრაინის რესპუბლიკაში იური ხ-სა და მისი თანამზრახველებისთვის უნდა გაეგზავნა, რასაც დიმიტრი წ. დასთანხმდა. მან აღნიშნული სქემა თავის ძმას – ზვიად წ-ს გააცნო, რომელიც თაღლითური გეგმის განხორციელებაში აგრეთვე ჩაერთო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თანხები ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოიხსნა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის 1137 პლასტიკური ვიზა ბარათიდან და ინტერნეტ-გადახდის საშუალებით ინტერნეტ-კაზინოს 45 მომხმარებელს ჩაერიცხა. შემდეგ, აღნიშნული თანხები ინტერნეტ-კაზინოს სხვა 11 მომხმარებლის ანგარიშებზე გადანაწილდა. იქიდან კი ფულის გადარიცხვა სხვადასხვა ბანკის ანგარიშებსა და საერთაშორისო ელექტრონულ ანგარიშებზე განხორციელდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული სქემით დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის მომხმარებლების ანგარიშებიდან 267 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიითვისეს. დიმიტრი წ-მ და ზვიად წ-მ პლასტიკურ ბარათებზე ჩარიცხული თანხები საქართველოს სხვადასხვა ბანკის საშუალებით რამდენჯერმე

გაანაღდეს. დაკავებულებმა, ყალბი საკრედიტო ბარათების გამოყენებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების აგარიშებიდან უკანონოდ სულ 110 000 ლარის ოდენობის თანხა გაანაღდეს.

სამართალდამცველებმა დიმიტრი წ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად 60 პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბარათები უკრაინელი მოქალაქეების სახელზე არის დარეგისტრირებული და ბრიტანელი მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებულ მონაცემებს შეიცავს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადების,

გასაღების და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42