3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება - 09:22, 03 Feb, 2014     2617

ვერძი - დღეს თუ მოინდომებთ შესაძლებელია შედევრი შექმნათ. თუ დღევანდელ დღეს მიზნობრივად გამოიყენებთ დღის ბოლოს შეძლებთ საკუთარი თავის და ახლობლების გაკვირვებას. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და ახალი წამოწყებების. თქვენში ბევრი დაუხარჯავი ენერგიაა.

კურო - დღეს დიდი კონფლიქტი გელით თქვენი ოჯახის რომელიღაც წევრთან, კონფლიქტის მიზეზი ფინანსები იქნება, თქვენ გისაყვედურებენ მფლანგველობის გამო. შესაძლებელია უმოკლეს ხანში გარკვეული ფულადი სახსრების მოძიება დაგჭირდეთ. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ დაძაბული ურთიერთობები ახლობლებთან სიკეთეს არ მოგიტანთ.

ტყუპები - დილის ზარმა, რომელიც სასაწრაფო სამუშაოს შესახებ გამცნობთ, შესაძლებელია ცუდ ხასიათზე დაგაყენოთ არა მარტო თქვენ არამედ თქვენი ახლობელი ადამიანიც, რადგან მოგიწევთ წინასწარ მოლაპარაკებული გეგმების შეცვლა. თუმცა არ გირჩევთ ხასიათის ბოლომდე გაფუჭებას, რადგან საქმეებს სადილამდე მოაგვარებთ და დრო დაგრჩებათ ჩანაფიქრის განსახორციელებლადაც.

კირჩხიბი - არ ღირს დღეს საკუთარ თავზე ზედმეტი მოვალეობების აღება, განსაკუთრებით ეს ეხება საოჯახო საქმეებს. დღის მეორე ნახევარში თავს უფლება მიეცით მაღაზიებში გაიაროთ საყიდლებზე, მოგვიანებით კი რომელიმე გასართობ დაწესებულებას ეწვიეთ.

ლომი - დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, რაც იმაზე მიგანიშნებთ, რომ დროა ექიმს მიმართოთ და ორგანიზმის სრული გამოკვლევა ჩაიტაროთ. შეეცადეთ დღეს მძიმე საკვები და სპირტიანი სასმელი არ მიიღოთ, აგრეთვე მოერიდეთ ხმაურიან ღონისძიებებს.

ქალწული - დღის პირველ ნახევარში მიღებული საკმაოდ დიდი თანხა, შესაძლებელია გამოგადგეთ საღამოს. თქვენ შეძლებთ იყიდოთ არა მარტო რამდენიმე ხელი გამოსასვლელი ტანისამოსი, არამედ გარკვეულ თანხას მომგებიანადაც დააბანდებთ.

სასწორი - დღევანდელ დღეს ვარკვლავები გირჩევენ ყველა უსიამოვნება და საზრუნავი დაივიწყოთ და მთელი დღე დასვენებას დაუთმოთ. ქალაქგარეთ დასვენება არ გაწყენდათ ახლობელი ადამიანების წრეში. დროს შესანიშნავად გაატარებთ, ხოლო ახალმა ნაცნობმა, რომელსაც გზაში გაიცნობთ შეიძლება დახმარება გაგიწიოთ გარკვეული პრობლემის გადალახვაში.

მორიელი - დღეს აღმოაჩენთ რაღაც ახალს, შეიძლება საიდუმლო გამჟღავნდეს ან ფინანსების ახალი წყარო აღმოაჩინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ის რასაც დღეს გაიგებთ არა მარტო სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება არამედ გარკვეულ წილად საფეხური თქვენთვის ახალი ცხოვრებისკენ.

მშვილდოსანი - დღევანდელი დღე საყოფაცხოვრებო პრობლემების გატარებაში ჩაივლის, მოგიწევთ მაღაზიებში გავლა სახლისათვის საჭირო ნივთების შესაძენად, ხელსაყრელია დღეა გენერალური დალაგებისთვის. საღამოს შეძლებთ დასვენებას დივანზე ტელევიზორთან ან წვეულებაზე თუ ამისთვის ძალა დაგრჩებათ

თხის რქა - დღეს შესაძლებელია ისეთი საქმის კეთება მოგიხდეთ, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ მათი თავიდან აცილება არ გამოგივათ. თუმცა შედეგად სასიამოვნოდ დასაჩუქრდებით ან კარგ გამოცდილებას შეიძენთ.

მერწყული - დღეს შესაძლებელია თქვენს ახლო ნათესავს თქვენი დახმარება დასჭირდეს, ამის გამო მოგიწევთ გარკვეული გეგმების შეცვლა და გამგზავრება. თუმცა ამით არაფერს დაკარგავთ, პირიქით შეიძენთ კიდეც, კარგ განწყობას ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისაგან და სასიამოვნო დროს გაატარებთ ბუნებაში.

თევზები - ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკას და ჩურჩულს თქვენს ზურგს უკან. თქვენ სწორად იქცევით, საკუთარი ინტერესების მისაღწევად სხვისას არ არღვევთ. შესაძლებელია გარკვეული ჭორები შურით იყოს გამოწვეული. დღევანდელი დღე გადამწყვეტი შეიძლება გახდეს თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42