ქართული ფილმი სექსუალურ უმცირესობებზე - დავით ბეჟიტაშვილი: „ეს გეიპროპაგანდა არ იქნება“
საზოგადოება - 08:49, 03 Feb, 2014     7799

17 მაისს თბილისის კინოთეატრებში უჩვეულო კომედია გამოვა. ფილმს საგანგებოდ ამ დღისთვის ცნობილი პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი გადაიღებს. იდეაც მას ეკუთვნის. არატრადიციული კომედია ორი მეგობრის შესახებ მოგვითხორბს, რომლებიც ევროპაში გამგზავრებას გადაწყვეტენ.

„17 მაისს იმიტომ, რომ ეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ ფილმით ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს, რომ მიტინგზე კი არ წავიდეს ვინმეს წინააღმდეგ ან მხარდასაჭერად, არამედ მოვიდეს და ნახოს ეს ფილმი, სიუჟეტი სწორედ ამ დღეს შეესაბამება... ჩემი აზრით, ეს ფილმი დაძაბულობას განმუხტავს.“ - განმარტავს პროდიუსერი დავით ბეჟტაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ფილმი კომედიური ჟანრის არის, რითაც ადამიანები უმცირესობების პრობლემებს სხვა კუთხით შეხედავენ და მიხვდებიან რომ „ეს ადამიანებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან და მათ ქვებითა და ლოდებით არ უნდა დავდევდეთ.“

დავით ბეჟიტაშვილი სიუჟეტზე ბევრს არაფერს ამბობს. თუმცა, პირობას დებს რომ მაყურებელი არ მოიწყენს და მოდუნების საშუალება არ მიეცემა. ფილმის პროდიუსერი ამბობს, რომ „ეს გეიპროპაგანდა არ იქნება“.

„ყველა პრობლემა გამოჩნდება ძალიან რეალურად, მაყურებელი ნახავს, რომ ეს არ არის თითიდან გამოწოვილი სცენარი ან მოგონილი სიუჟეტი, ჩვენ ვიგრძნობთ ყოველდღიურ ცხოვრებას დეტალებში. ვნახავთ, სად ხვდებიან ისინი კონფლიქტს, სად – წინააღმდეგობებს, სად ხვდებიან მათ კარგად და ასე შემდეგ. ეს არ არის დრამა ან ტრაგედია, ფილმი კომედიის ჟანრშია გადაწყვეტილი, სწორედ ამიტომ ავარჩიეთ მთავარ გმირებად კახელი და მეგრელი.“ - აცხადებს ბეჟიტაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42