ამ რეჟიმით ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ 30 კილო დაიკლო. მისი რჩევები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკაში ან განათლებაში ხდება. ბენდუქიძემ დიეტის ეფექტურ საშუალებასაც მიაგნო:
„ჭამეთ ნაკლებკალორიული საჭმელი. აი, დღეში რომ მიირთვათ ერთი ქილა მაწონი, ერთი კილო კიტრი და პომიდორი, გპირდებით, კვირაში ერთ კილოს დაიკლებთ. მთავარია, რომ არ ჭამოთ ცხიმიანი საკვები, ცომეული და ტკბილეული.“ - ამბობს accent-თან საუბარში კახა ბენდუქიძემ.
მისი დიეტა მარტივია. როგორც თავად აღნიშნავს, 30 კილო დაიკლო. როგორ? ამას არც მალავს, „ცოტა ჭამეთ“ - ურჩევს ის ჭარბი წონის ადამიანებს და მეტი ეფექტის მისაღწევად ურჩევს გახდომის მძიმე გზაზე მოტივაციაზეც იზრუნონ.
„ერთმა ამერიკელმა მითხრა გავხდიო. როგორ-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, წარმოვიდგენდი, რომ ლამაზი ქალი გორაკზე დგას და ხელს მიქნევს, მე კიდე ვქოშინებ და ვერ მივდივარ, იმიტომ რომ მსუქანი ვარო.
ყველამ ასე უნდა წარმოიდგინოს რაღაც, მოტივაციისთვის და გახდება.“ - ამბობს კახა ბენდუქიძე.
მასალის გამოყენების პირობები






