მერიის სამსახურების საბოტაჟი და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ ერთი გამოვლინება
საზოგადოება - 14:11, 01 Feb, 2014     2137

ადამიანი, კანონი, თავისუფლება უკიდურესად შეშფოთებულია დედაქალაქში მცირედი თოვლის და ყინვის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის სრული უმოქმედობიდან გამომდინარე, 31 იანვრის ღამეს არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისის ქუჩებში პრაქტიკულად არ ხდებოდა ტექნიკური მარილის მოყრა. 22:00 საათიდან დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიორგი ყორღანაშვილის განცხადებით „მარილი ჯადოსნური ჯოხი არ არის, ყინვაში ზაფხული მოიყვანოს“. მისივე განცხადებით მათ არ გააჩნიათ საკმარისი ტექნიკა, რომ ყველა ქუჩა მოიცვან.

ადამიანი, კანონი, თავისუფლება მიმართავს ბატონ გიორგის: სად გაქრა ის ტექნიკა, რომელიც წინა წლებში სრულად საკმარსი იყო დედაქალაქში ტექნიკური მარლის მოყრისთვის?! რატომ არ იქნებოდა შარშან ან შარშანწინ ანალოგიური პრობლემები?! თუ ეს ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან, მივმართავთ ბატონ აკაკი ჯოხაძეს, იქნებ შუქნიშნების დაუყოვნებლივი შეცვლის სანაცვლოდ, დედაქალაქის მაცხოვრებლებს, რომ გადაადგილების პრობლემა არ ჰქონოდა, 2014 წლის დაუმტკიცებელი ბიუჯეტის პირობებში შუქნიშნებისთვის გამოძებნილი თანხები, მიგემართან ამ საკითხის მოგვარებისთვის?!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სამსახურით ახორციელებს საბოტაჟს დედაქალაქის მოსახლეობის წინააღმდეგ. შესაბამისად, მთავრობა, რომელიც თავის თანამოქალაქეს ხელოვნურად უქმის პერმანენტულ პრობლემებს უნდა გადადგეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ბიუჯეტის დამტკიცება/არდამტკიცების საკითხზე. ვფიქრობთ ეს მეორეხარისხოვანია ამ მომენტისთვის. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას მიადგა მატერიალური ზიანი და დაუზიანდათ კუთვნილი ქონება, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, მერიის მესვეურთა უნიათობით, დადგა საფრთხის წინაშე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42