კონკურსის „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ გამარჯვებულები დაჯილდოვეს
საზოგადოება - 13:52, 01 Feb, 2014     1884

შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანია „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“-ს ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა.

კონკურსში, რომელიც ერთი თვის მანძილზე შსს-ს სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩაერთო. შედეგად გამოვლინდა ორი გამარჯვებული: საუკეთესო ფოტოსურათის ავტორი ცოტნე გეგეჭკორი და გამარჯვებული სლოგანის – „ნუ დალევ საჭესთან სიცოცხლეს“ ავტორი ლადო გოგოლაძე. გამარჯვებული ფოტო და სლოგანი დატანილია სამგვერდიან პილონებზე, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის პოლიციის შენობებში განთავსდება. ასევე გამარჯვებულებს სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპები გადაეცა. ახალგაზრდებს წარმატება შსს-ს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა მიულოცა.

სოციალური კამპანია „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“-ს ფარგლებში დამზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კამპანიის მიზანი ნასვამი მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის პრევენცია იყო, ასევე, საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს უქმნის ნასვამი მძღოლი საკუთარ თავსა და გვერდით მყოფ ადამიანებს.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზით 228 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროს დაღუპა 27 და დაშავდა 327 ადამიანი, ასევე, 1665 მძღოლი ნასვამობის გამო დაჯარიმდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42