უახლოეს დღეებში რუსეთი უკრაინაზე შეტევას დაიწყებს. ამ მოსაზრებას ავითარებს პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. მისი მოსაზრებით, კრემლი ამზადებს უკრაინაზე კონტროლის დაწესების გეგმას.
,,რუსეთმა განაახლა სავაჭრო და საინფორმაციო ომი უკრაინის წინააღმდეგ, უკვე მიმდინარეობს შეფერხებები ტვირთბრუნვაზე უკრაინის გავლით 10-15 დღის განმავლობაში, ყველა საინფორმაციო არხებიდან ყოველ დღე ტონობით პროპაგანდისტული მასალა გადის იმის შესახებ, რომ უკრაინაში არის სახელმწიფო გადატრიალება, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოვლენ ფაშიტები და ნეონაცისტები. ამ გადატრიალების მიზანია, სიტყვა სიტყვით ვციტირებ: ,,გენოციდი და განადგურება რუსული მოსახლეობის“.
ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ რუსეთი აძლიერებს თავის წარმომადგენლობას უკრაინაში, კერძოდ ლუგანსკის ოლქსა და ყირიმში. დონის კაზაკები იმისათვის, რომ დაიცვან რუსული მოსახლეობა, უკვე შევიდნენ ლუგანსკის ოლქში. ბაიკერთა კლუბები, ღამის მგლებმა და ვოლგოგრადის კაზაკებმა თავისი წარმომადგენლები და წევრები გააგზავნეს აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის დასაცავად. ყველაფერი ეს ქმნის წარმოდგენას მასირებული, კაგრად მომზადებული კამპანიისა, რომელიც უკვე იწყება და იქნება მზარდი რამდენიმე დღის განმალობაში.
ილარიონოვი აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება პოლონეთის პრემიერმინისტრს, რომ რუსეთის ჩარევა უკრაინის საქმეებში დაიწყება ოლიმპიადის შემდეგ. ამის არგუმენტად ილარიონოვს მოჰყავს რუსი პოლიტოლოგების სიტყვები, რომლებიც აცხადებენ, რომ მოცემული მომენტი ყველაზე ხელსაყრელია რუსეთისთვის უკრაინის შემოსაერთებლად.
,,სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას რაც იყო 2008 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სწორედ იმ წელს იყო შესაძლებელი აფხაზეთის და ოსეთის საქართველოდან გამოყოფა . მაშინ საიდუმლო მოხსენებაში იყო აღნიშნნული, რომ ფანჯარა ამის შესაძლო განხორციელების არის არაუგვიანეს 2008 წლისა. ეს იყო პეკინის ოლიმპიადის დრო. ნათელია, რაღაც მაგდაგვარი დოკუმენტი უკვე უკრაინაზეც არსებობს და მას ციტირებენ სხვადასხვა გამომსველელბი რუსულ საინფორმაციო საშუალებებში“, - ვარაუდობს ილარიონოვი.
არსებობს მოველნების განვითარების სამი სცენარი, ,,პირველი, საბაზო სცენარი ითავლისწინებს მთელს უკრაინაზე კონტოლის დაწესებას. ეს ყველაზე მისაღები ვარიანტია რუსეთისთვის, მეორე სცენარი, რომელიც ეხლა ყველაზე მეტად გააქტიურდა, და რომელზეც საუბრობენ აქტიურად კრემლის პოლიიტკოსები თუ პოლიტოლოგები, ეს არის ფედერალიზაცია ან კონფედერაცია უკრაინის. ამის განსახორციელებლად საჭირო იქნება კონტროლის დაწესება ქვეყნის პრომოსკოვურ ნაწილზე. და ბოლოს, მესამე სცენარი, მას განახორციელებენ თუ ჩავარდება პირველი ორი გეგმა, ეს არის კონტროლის დაწესება ყირიმზე, ლუგანსკსა და შესაძლოა სუმის ოლქებზე, ანუ იქ, სადაც სჭარბობს რუსული მოსახლეობა“, - განაცხადა ილარიონოვმა.
ილარიონოვი თვლის, რომ ეხლა რუსეთს აბსოლუტურად არ აინტერესებს, ვინ იქნება უკრაინის პრემიერი, იმდენად რამდენადაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ოპერაციის განხორციელება უკვე დაწყებულია. მისი სიტყვებით კრემლი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეარბილებს ზეწოლას, თუ პრემიერად დაინიშნება ან ანდრეი კლუევი ან ვიქტორ მედვედჩუკი,
,,რომელიმე მათგანის დანიშვნის შემთხვევაში მოსკოვმა შესაძლოა შეაჩეროს ზეწოლა უკრაინაზე იმის ხარჯზე, რომ ისინი თვითონ და არა კრემლი, შეასრულებენ რუსულ პროგრამას“, - თვლის ექსპერტი.
ბოლოს ილარიონოვმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა შემდეგი: ,,როგორც ცნობილია პუტინი არ თვლის უკრაინას სახელმწიფოდ. ბევრი კრემლში უკრაინას მიიჩნევს არშემდგარ ქვეყნად. მათი აზრით უკრაინა აღარ იქნება ასეთი სუსტი რუსეთთან მიამრთებაში, ხოლო რუსეთი არ იქნება ასეთი ძლიერი უკრაინასთან მიმართებაში, როგორც დღეს, ხოლო დასავლეთი ევროკავშირის სახით და ამერიკის შეერთებული შტატები კი უკვე არ იქნებიან გულგრილი უკრაინული კრიზისის მიმართ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, წამზომი ჩართულია, იმდენად რამდენადაც უკრაინა ადრე თუ გვიან გამოვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან“.
ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, რუსეთი დაიწყებს აბსოლუტურად განსხვავებულ მოქმედებას, არავითარი მოლოდინი ოლიმპიური თამაშების დასრულების არ იქნება. 7-8 თებერვალს დაიწყება ზეწოლა უკრაინაზე ყველა მიმართულებით.
,,ყველაზე მთავარია, რომ ისტორიული შანსი უკრაინის რუსეთთან გაერთიანების შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაიკეტოს. ამიტომაც, საკითხის გადადება არ შეიძლება“, - ციტირებს კრემლის პოლიტოლოგებისა და რუსეთის საინფრომაციო საშუალებების ყველაზე ხშირად გაჟღერებულ პოზიციას პუტინის ექს-მრჩეველი .
ანდერი ილარიონოვის აღნიშნული ინტერვიუ ექსკლუზიურად გამოქვეყნდა ,,gordonua.com“-ში, აგრეთვე გაავრცელა ,,Украинская правда“ - მ ,,Цензор.НЕТ“- მა.
მასალის გამოყენების პირობები






