ნოუთბუქის არჩევა საკმაოდ რთული საქმეა. არსებობს ორი მაჩვენებელი, რომლებითაც ორიენტირებს მომხმარებლის უმეტესობა: ნოუთბუქის სიმძლავრე და აკუმულატორზე მუშაობის ხანგრძლივობა. ძალიან ხშირად, ეს უკანასკნელი იქცევა ამა თუ იმ მოდელის ყიდვის მთავარ მიზეზად, თუმცა, ძალიან ხშირად სარეკლამო წინადადებაში მოყვანილი დრო რეალობას ნაკლებად ემთხვევა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ნოუთბუქის მფლობელებს საველე პირობებში ექმნებათ – აკუმულატორის მუშაობის დროის შეზღუდულობაა. ნოუთბუქის ყიდვისთანავე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიიოლებთ ცხოვრებას. გთავაზობთ სწორედ ისეთ პროგრამას, რომელსაც ნოუთბუქის გარეშე დროის გახანგრძლივება შეუძლია.
BatteryCare 0.9.7.11
დისტრიბუტივის ზომა: 1,2 მეგაბაიტი
გავრცელება: უფასო
რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია აკუმულატორების მოცულობასა და იმაზეც, რამდენი მოწყობილობაა მიერთებული ნოუთბუქზე, თუმცა, თუ აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფას გამოიყენებთ, გარკვეული სამუშაო დროის მოგება შესაძლებელია.
უფასო პროგრამას BatteryCare ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: გვაძლევს აშკარა და დაწვრილებით ინფორმაციას აკუმულატორების შესახებ და სხვადასხვა საშუალებებით მათი მუშაობის დროის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
პროგრამას შეუძლია გვაცნობოს აკუმულატორის სრული განმუხტვის შესახებ, თვალყური ადევნოს დამუხტვის მაჩვენებელს და შეგვატყობინოს, როდის უახლოვდება ის კრიტიკულ წერტილს. ასევე გამოთვალოს, კიდევ რამდენ ხანს იქნება საკმარისი აკუმულატორში დარჩენილი ენერგიის მარაგი. გარდა ამისა, BatteryCare-ს შეუძლია ავტომატურად გამორთოს ინტერფეისი Aero და შეაჩეროს ენერგიის მხარჯავი პროგრამები, როგორც კი ნოუთბუქი აკუმულატორზე დაიწყებს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები






