განცხადებით, ის პროგრამა, რომელსაც ახლა ედავებიან ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, მიღებული იყო საქართველოს მთავრობის, კოლეგიალური ორგანოს მიერ, - ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ვანო მერაბიშვილის სასაამრთლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.
„ეს პროცესი საერთოდ არის საოცრება იურისპრუდენციაში. მე თვითონ ვარ იურისტი და არ ვიცი არც ერთი მაგალითი მსოფლიოს პრაქტიკიდან, რომ ადამიანი გაასამართლო კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილებისთვის. ყველა მინისტრმა მოაწერა ხელი ამ დადგენილებას. შინაარსობრივად მეორე საოცრება არის, ასამართლებენ ადამიანებს იმის გამო, რომ დაიწყეს რეალური ზრუნვა და აღწერა იმ ხალხის, რომლებსაც სჭირდებოდათ სამსხური. შეუძლებელია დაგეგმო განათლების სისტემა, თუ არ იცი საქართველოში რომელი პროფესიებია მოთოვნადი. ამიტომ კეთდებოდა ეს პროგრამა,“ - ამბობს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






