"ნიუპოსტი" მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, მათი განმარტებით, არსებობს ტექნიკური მარილის მარაგი და მისი გამოყენება თბილისი ქუჩებში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს დაიწყო. "ამ დროისთვის ჩვენი სამსახურები ზრუნავენ ტექნიკური მარილის დაყრაზე თბილისის ქუჩებში. იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნება რაიმე სახის პრობლემას მოქალაქეებს შეუძლიათ ჩვენს ცხელ ხაზზე, ნომერზე: 2 72 22 22 ნებისმიერ დროს დარეკონ და მათ შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ", - განუცხადეს "ნიუპოსტს" მერიაში.
თუმცა "ნიუპოსტის" კორესპონდენტები ამ წუთებშიც იმყოფებიან დედაქალაქის ქუჩებში და მათი თქმით, იქ კვლავ სავალალო მდგომარებაა.
ქალაქში გზებზე არ შეინიშნება ტექნიკური მარილის საფარი. ავტომანქანებს უჭირთ გადაადგილება, ვაკეში ადგილი ჰქონდა სამარშრუტო ტაქსის მოცურებას, რამაც სახიფათო მდგომარეობა შექმნა. "ნიუპოსტი" საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც დაუკავშირდა. როგორც თემურ გიორგაძემ "ნიუპოსტთან" განაცხადა, განსაკუთრებულ შემთხვევას დღის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.


მასალის გამოყენების პირობები






