ქალის საცვლების მწარმოებელ ცნობილ ამერიკულ კომპანია Victoria's Secret-ს ძირძველი ამერიკელებისთვის, ბოდიშის მოხდა მოუწია.
ჩაცმულობამ შეურაცხყო ამერიკის საზოგადოების ნაწილი და მათ კომპანიის მისამართით პრეტენზიები გამოთქვეს. მოსახლეობის თქმით, "არაფერია სექსუალური, რასობრივ უტაქტობაში". საპასუხოდ Victoria's Secret -მა აღიარა, რომ გოგონების პოდიუმზე ასეთ ფორმაში გაშვება, არასწორი გადაწყვეტილება იყო.
ინდიელების აღშფოთების შემდეგ, კარლი კლოსის დეფილე სატელევიზიო ეთერიდან მოხსნეს. Victoria's Secret-ის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა, ინდიელი ქალების კრიტიკის შემდეგ, სოციალურ ქსელ Twitter -ში ბოდიშიც მოიხადა. კომპანია ირწმუნება, რომ ამ მოდელს კოლექციიდან ამოიღებენ. 20 წლის მოდელმა კარლი კლოსმა კი, ასევე თავის Twitter -ში ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ არავის შეურაწყოფა არ უნდოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე ჯგუფი No Doubt -ის წევრებსაც მოუწიათ ბოდიშის მოხდა ინდიელი საზოგადოებისთვის. ჯგუფის ახალი ვიდეოკლიპი Looking Hot ინდიელების დიდმა ნაწილმა საკუთარი ტრადიციების შეურაცხმყოფელად აღიქვა. ამის შემდეგ ვიდეო Youtube -დან მოხსნეს..
მასალის გამოყენების პირობები






