თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გაავრცელა. მისი თქმით, საკრებულოს აპარატის ყოფილი ხემძღვანელის მარიკა დათუკიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მის დისკრედიტაციას ემსაუხრება.
შიხიაშვილის მიერ წარმოდგენილი დიპლომიდან ირკვევა, რომ მან 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, 1996 წელს კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მანქანათმშენებლი მრეწველობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობის დიპლომი მიიღო.
საკრებულოს აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელის მარიკა დათუკიშვილის ინფორმაციით ირაკლი შიხიაშვილს დიპლომი არ აქვს.

„რამდენჯერმე ვთხოვე მოეტანა დიპლომი, თუმცა ყოველთვის სხვადასხვა მიზეზებს მეუბნებოდა, ამბობდა, რომ ავიწყდებოდა, ბოლოს საკრებულოს კადრების სამსახურს მოხსენებითი ბარათიც კი გავაკეთებინე დიპლომის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით, რადგან ირღვეოდა კანონი“, - განუცხადა „პირველ რადიოს“ მარიკა დათუკიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






