ლევან დავითაშვილმა მეღვინეებს სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:24, 31 Jan, 2014     2366

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.

სამუშაო შეხვედრაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა კომპანიების წარმომადგენლებსა და შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროგრამები გააცნო, წარუდგინა მიმდინარე მოვლენების ანგარიში.

მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს - საკანონმდებლო ცვლილებები; მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა; ღვინის ლაბორატორიული კვლევები; საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია; იშვიათი და უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენის ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევების წახალისება; ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა; აღნიშნული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოფს: ქართული ღვინო-პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას, საექსპორტო ბაზრებზე დაბალხარისხიანი ან ფალსიფიცირებული პროდუქციის აღკვეთას, ვენახების ეროვნული კადასტრის ფორმირებას; ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშებით გაშენებული ფართობების რაოდენობის ზრდას.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებული პროგრამები. მან დადებითად შეაფასა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის გეგმა და სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ აღნიშნა, ,,სამინისტროსა და სააგენტოს ძალისხმევა კერძო სექტორისა და ფერმერთა განვითარების ხელშეწყობაზეა მიმართული. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდასა და ახალი საექსპოტო ბაზრების მოძიების მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომავალ წელს პროდუქციის ხარისხზე მაქსიმალური კონტროლი განხორციელდება.

ლევან დავითაშვილის მიერ 2014 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებებიც და მეღვინეობის დარგის განვითარების პროცესში მსგავსი პროგრამების განხორციელების ეფქტურობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის მიზნით და დარგის რეალურად განვითარების ხელშეწყობისთვის, სამუშაო შეხვედრების ყოველთვიურად ჩატარების წინადადება დადებითად შეაფასეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42