დაფუძნდა ,,საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა"
საზოგადოება - 15:51, 31 Jan, 2014     5746

2014 წლის 30 იანვარს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა „საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ დამფუძნებელთა კონფერენცია. კონფერენციაზე გაცხადებულ იქნა აღნიშნული პალატის მიზნები და სამომავლო გეგმები. კერძოდ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვა, საქმიანი წრეების დაახლოება და მათი მხრიდან სხვადასხვა სფეროებში წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა.

„საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები არიან: ნადერ ათაი -„Jahanpars engineering and construction co”; ალირეზა თარი - შპს ,,ბიზოლ ჯორჯია“ - დირექტორი; ლევან ჩიქოვანი - საააქციო საზოგადოება „წყალი მარგებელი“ - ექსპორტის მენეჯერი; ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე; გოჩა ცოფურაშვილი - “Management Group - ერთობა“; სეიდ მაჯიდ რასთეგარ მოყადდამ ჰაჯი - “Phoenix Group” -აღმასრულებელი დირექტორი; ნასერ ყაჰრემან - შპს „ნაქას“ დირექტორი; ალიაქბარ ქოქაბზადე - შპს ,,იექთა საფარის“ დირექტორი; ფურია ნაიები - ,,ინვესტ ბანკის“ დირექტორი. რომლებიც თავის მხრივ არჩეულ იქნა ორმოცდათამდე ბიზნესმენის მიერ.

კონფერენცია გახსნა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ მოჰსენ ქებრიაიმ, რომელმაც ისაუბრა პალატის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირანის პარლამენტის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ ალირეზა აზიზიმ. ირანის გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო გადაზიდვების და ტერმინალების დირექტორმა მუჰამედ ჯავად ათუჩიანიმ თავისი გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე პალატის დამფუძნებელი საბჭოს წევრები.

კონფერენციის მსვლელობისას ბიზნესმენებმა საბჭოს საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს შემდეგ ბიზნეს სექტორზე: სამშენებლო, ტურისტული, ინფრასტრუქრურული, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის. იმსჯელეს მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42