აქცია "ნაციონალების" ოფისთან - "ორი გვამი მინდა“
საზოგადოება - 14:11, 31 Jan, 2014     3021

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც მუხროვანის ე.წ. ამბოხი დაგეგმა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

აქციაზე პოლიტიმრის სტატუსით გათავისფულებული პირები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.

აქტივისტებმა აქციაზე საპროტესტო პლაკატები, წარწერით „ვანო მკვლელი", „ორი გვამი მინდა“ მიიტანეს. ასევე, აქციის მონაწილეებს უმცირესობის ოფისთან 26 მაისის, 7 ნოემბრის ამსახველი ფოტომასალა აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა "ნაციონალური მოძრაობის" საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წაშლა.

ასევე, მათივე თქმით, სურთ, ბრალი დაუმძიმდეს ვანო მერაბიშვილს, რომელიც მუხროვანის მოვლენების დროს ორ გვამს ითხოვდა.

ისინი განცხადებით მიმართავენ პარლამენტს და მთავარ პროკურატურას, რათა დაიწყოს მუხროვანის ამბოხების დეტალების გამოძიება.

„მივმართავთ პარლამენტს და პროკურატურას სასწრაფოდ მოხდეს ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენა და პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოავლენს ყველა უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანების გამცემს და შემსრულებელს“ - აცხადებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია.

აქციის მონაწილეები ასევე, დავით ნაირაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში საქართველოს სამხედრო ატაშედ მუშაობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42