სამართლიანობა თუ შურისძიება?
პოზიცია - 12:29, 27 Nov, 2012     1086
სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნატოს გენერალური მდივნის მიერ გამოხატული შეშფოთებები. გამოცემის ავტორთა შეფასებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა საქართველოში სამართლის მიუკერძოებლობის შესახებ დასავლელი ლიდერების გზავნილი ჩამოიტანა.



,,სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ოპოზიციას ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცა. მაგრამ დემოკრატიული მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკების დაპატიმრებათა ტალღამ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია.



დაპატიმრებულთა შორის არიან ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და თბილისის ვიცემერი. ახალი პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მათ ბრალად წაუყენა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, უკანონო დაპატიმრებები და წამება.



დაპატიმრებების დიდმა მასშტაბებმა და ბუნდოვანმა სასამართლო პროცედურებმა შეშფოთება გამოიწვია. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ივანიშვილი შერჩევითი სამართლის გამო გააფრთხილა.



ივანიშვილი აცხადებს, რომ დაპატიმრებებს პოლიტიკური ხასიათი არა აქვს და გამოვიდა წინადადებით შექმნილიყო დამოუკიდებელ დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც სასამართლო პროცედურებს გააკონტროლებდა. მაგრამ, ამავე დროს, ის ცდილობს მოიძიოს სამართლებრივი გზები სააკაშვილის დარჩენილი აღმასრულებელი ძალაუფლების დასასუსტებლად.



ივანიშვილის კოალიციამ, „ქართული ოცნებამ“, 1 ოქტომბრის არჩევნებში საკვირველი გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობამ შეიტანა ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, რომელთა მიზანი, როგორც ჩანს, სააკაშვილის პარტიის ძალაუფლების განმტკიცება იყო. სააკაშვილის მმართველობის დროს ასევე გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა,რომლის თანახმად პრემიერმინისტრს მეტი ძალაუფლება გადაეცემა. აშკარაა, რომ ამ პოზიციის დაკავებას იმედოვნებდა სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც მისი ფინალური საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა. მაგრამ ახლა ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი წლის განმავლობაში თანაარსებობა მოუწევთ.



სააკაშვილს საქართველოში იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მან ჭარბი ძალაუფლების აკუმულირება მოახდინა, ინარჩუნებდა მკაცრ კონტროლს ნაციონალურ ტელევიზიებზე, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტებს. არჩევნების წინ, გამოჟონა ვიდეომ, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ სცემდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე ციხის მცველები.



ეს და სხვა სერიოზული ბრალდებანი უნდა გამოიძიონ. მაგრამ სასამართლო უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ღიად, ხოლო შედეგები უნდა განაპირობოს სათანადო სამართლებრივმა პროცედურებმა და არა ანგარიშსწორებამ.



პოსტსაბჭოთა ქართულ პოლიტიკაში ბევრჯერ აღინიშნა კონფრონტაცია. ივანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ ღიაა დასავლეთის რჩევებისადმი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, მაგრამ ის და ზოგიერთი მისი მომხრე, როგორც ჩანს, შურისძიებისკენ იხრებიან. ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება დასავლეთზე გაბრაზება იყოს, რადგან დასავლეთი სააკაშვილს, მისი პროდასავლური პოზიციის გამო, მტკიცედ უჭერდა მხარს და არ რეაგირებდა სათანადოდ დემოკრატიული პრაქტიკის შელახვაზე.



დასავლელმა ლიდერებმა თანმიმდევრულად უნდა მოითხოვონ სამართლის მიუკერძოებლობა, ამ გზავნილს ჩაიტანს ორშაბათს თბილისში ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ქეთრინ ეშტონი. მომავალ თვეს, ნატოს შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე უნდა შეაფასონ ის, თუ რამდენად წაიწია საქართველომ წინ ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, განსაკუთრებით დემოკრატიული მშენებლობის კონტექსტში.



საქართველო, რომელსაც უკვე მტკიცე კავშირები აქვს დასავლეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას იმედოვნებს და ამ იმედების აღსრულება დამოკიდებულია დემოკრატიის პროგრესის უწყვეტობაზე. ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, ევროპის კავშირმა გაყინა კავშირები უკრაინასთან, კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან, რომელსაც დასავლური ამბიციები ჰქონდა იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი, იულია ტიმოშენკო საეჭვო ბრალდებებით დააპატიმრეს.



კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ქართველ ლიდერებს მსოფლიოში ცნობილი იურისტების ჯგუფის კონსულტაციას შესთავაზებენ. მათი კონსულტაცია უნდა გახდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურის გარანტია.



დასავლეთმა ასევე უნდა გააფართოოს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების პროგრამები. ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც დასავლელმა დამკვირვებლებმა თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნიეს, იმის იმედი გააჩინა, რომ საქართველო შეიძლება დემოკრატიის შუქურად იქცეს. რეტროგრადულმა ნაბიჯებმა ეს ყველაფერი შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს’’-აღნიშნულია თჰე Nეწ Yორკ თიმეს-ში გამოქვეყნებულ მასალაში, რომელსაც ხელ აწერენ:


ლონდონის ,,კინგს კოლეჯის’’ მიწვეული უფროსი მკვლევარი, ევროკომისიის ყოფილი ელჩი საქართველოსა და სომხეთში დენის კორბოი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში უილიამ კორტნი და პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ასევე აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელარუსსა და საქართველოში კენეტ იალოვიცი.


სტატის ქართულ ვერსიას Foreignpress ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42