ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა პროკურატურაში გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული. "მაესტროს" ინფორმაციით გუნავა მოწმე გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე დაიბარეს.
როგორც თავად გუნავა აცხადებს, იგი პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
"შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, მე სხვანაირად იქ არ წავალ. მართლა მარაზმში გადავიდნენ. შეგიძლიათ იკითხოთ, თუ ვინ არის ეს ადამიანი. მე ძალიან კარგად ვიცნობ ქადარიას, ის ჩემი დაკავებულია თავის დროზე იმიტომ ვამბობ, რა კატეგორიის ადამიანია და რა კატეგორიის ოჯახთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გუნავამ.
გურამ შარაძის ოჯახის წევრების განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ საგამოძიებო ორგანოს რამდენჯერმე მიმართეს. “პროკურატურაში შევიტანე ერთი დოკუმენტური მასალა. მტკიცებულება, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, რომელიც საკმარისზე მეტია, რომ ახალი გარემოებების საფუძველზე დაწყებულიყო მამაჩემის მკვლელობის გამოძიება. ჩემგან სრულიად დამოუკდიებლად გამოჩნდა ეს ადამიანი – გურიკა ქადარია, ყოფილი პოლიციელი, მეგის ქარდავას ყოფილი დაქვემდებარებული პირი, რომელიც ჩემგან სრულად დამოუკიდებლად ასეთ ამბებს ყვება", - განუცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






