ილია მეორე ხელისუფლებას მიმართავს
საზოგადოება - 12:31, 31 Jan, 2014     2795

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მთის პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ხელისუფლებას წინადადებებს და მოსაზრებებს სთავაზობს.

პატრიარქის წერილი "ქორთიარ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციას "SOS - საქართველოს მთა"-ზე წაიკითხეს, რომელსაც სასულიერო პირები ესწრებიან.

ილია მეორე მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას მთაში საცხოვრებელი პირობები, იმისათვის, რომ ადგილობრივები სახლებს დაუბრუნდნენ.

"გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო. ამ თემაზე გასულ წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში. კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტიურად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიერო

ს საქართველოს მთა და ბარი", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42