დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული 2009 წელს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი. მას ბადაშვილის უწყებაში 17 საათზე ელოდებიან.
როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, გამოძიებამ ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაში აღბეჭდილი ყველა პირი უნდა დაკითხოს. მისი მტკიცებით, მთავარი დამნაშავეები მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან.
სკანდალურ, ვიდეომასალაში რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ჩანაწერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსჩინოვნიკები, სამხედრო პირებთან ერთად, ერთ-ერთ სპეცოპერაციას გეგმავენ. სავარაუდოდ, საუბარია მუხროვანის 2009 წლის ამბოხებაზე.
მასალაში ჩანს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია, სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ჩანაწერის ბოლოს ჩნდება ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გიგი უგულავაც ახლავს.
კადრების მიხედვით, მერაბიშვილი კუდ-ისა და სოდ-ის ხელმძღვანელებს, ასევე ადგილზე შეკრებილ სამხედროებს დავალებებსა და სამუშაო მიმართულებებს აძლევს, ისმის მერაბიშვილის ფრაზაც: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდი". მასალაში ორჯერ ჩნდება ვეტრმფრენიც.
კადრები, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, YouTube-ზე გავრცელდა. მის ავტორად ვინმე აპოლონ ოსმანია მითითებული.
მასალის გამოყენების პირობები






