დღეს არასამთავრობო ორგანიზაციისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები "წითელ აქციას" გამართავენ.
აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა და იგი გუშინ უნდა გამართულიყო თუმცა ორგანიზატორებმა დღეისთვის გადადეს.
აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა და მისი ორგანიზატორები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ ყოფილი ხელისუფლება უნდა გასამართლდეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძეა.
"გავრცელებულმა სასტიკმა ვიდეო ჩანაწერმა ე.წ. ”მუხროვანი ამბოხის” საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა , ჩვენი ურყევი მოთხოვნაა, რომ გასამართლდეს ნაც-რეჟიმი, როგორც სისტემურად დამნაშავე ორგანიზაცია და არა როგორც ცალკეული ადამიანები.
სამართლის აღდგენა აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტების და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საცხოვრებელი სახლების წითლად შეღებვას აპირებენ.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს. ვიდეო აპოლონ ოსმანის სახელით "იუთუბზე" აიტვირთა. კადრებში ჩანს: ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და ერეკლე კოდუა, ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიდეო მუხროვანის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული.
მასალის გამოყენების პირობები






