” ქუთაისელს გააჩერებენ და ეუბნებიან:
- გადააყენე მანქანა!
-არა
-გადააყენე გადააყენე თორემ ჩამოგართმევთ!
-ჩამომართმევთ და სხვაგან მივეყუდები!”
იუმორისტული გადახვევის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პროკურორის ნათია სონღულაშვილის კითხვებს გასცა პასუხი, კერძოდ, იცოდა თუ არა მან, რომ კვარიათის აგარაკი ლობჟანიძეს ეკუთვნოდა და მასზე დავა მიმდინარეობდა.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით აგარაკი ჩამორთმეული იყო და იქ დასვენება შსს და პროკურატურის ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო და მისი ოჯახის გარდა კვარიათში სხვა მაღალჩინოსნებსაც დაუსვენიათ. რაც შეეხება დასაქმების ეპიზოდს, ვანო მერაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასაქმების სააგენტოს თანამშრომლების ერთად ერთი მოვალეობა უმუშევართა აღრიცხვა იყო რისთვისაც თითოეული თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს იღებდა.
მასალის გამოყენების პირობები






