ბაჩო ახალაია - ხელისუფლება თავისი რიტორიკით ტერორიზმს ახალისებს
სამართალი - 19:50, 30 Jan, 2014     3016

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას ეხმაურება. განცხადება ახალაიას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება:

„2009 წლის მუხროვანის აჯანყება იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ოპერაცია მართული იყო რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ. არსებული ინფორმაციით მათი წარმომადგენლები უშუალოდ იმყოფებოდნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. რამოდენიმე ქვედანაყოფი სამხედრო ტექნიკითა და მძიმე შეიარაღებით აპირებდა სამხედრო ნაწილებიდან გამოსვლას. შედეგად მივიღებდით სისხლისღვრას, სახელმწიფოს ჩამოშლას და დასუსტებული სახელმწიფოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპაციას „მოძმე ერის გადასარჩენად“ მოტივით. ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მიმართავდა ადეკვატურ, გადამწყვეტ ზომებს მსგავსი დანაშაულის აღსაკვეთად, მით უფრო, აჯანყების ჩახშობა მოხერხდა მსხვერპლის გარეშე. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ისრაელში ან დიდ ბრიტანეთში მტრული სახელმწიფოს მიერ სამხერდო აჯანყების ნეიტრალიზაციის ოპერაციის გამო წინა ხელისუფლების მიმართ შურისძიებას ახორციელებდნენ. ასეთ პრეცედენტს ვერავინ მოიძიებს. სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ეს კანონზომიერია, განსაკუთრებით კი უამრავი ხიფათის შემცველ გარემო პირობებში.

ამ ფონზე მოქმედი ხელისუფლება, რომლის მთავარი პასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოება, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ზრუნვა, თავისი რიტორიკით ახალისებს ტერორიზმს, სისიხლიან ამბოხს, შეიარაღებული ძალების დაუმორჩილებლობას. ხელისუფლება ამით ასხივებს შიშს და უნიათობას, ხელისუფლება ამით უშვებს გზავნილს, რომ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც საფრთხე შეექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, მოქალაქეების სიმშვიდეს, დღევანდელ ხელისუფლებას არც სურვილი და არც იმის თავი ექნება, რომ ადეკვატური ზომები მიიღოს.

დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ახდენს ხელისუფლება სახელმწიფოებრიობის უგულვებელყოფას. დღეს ქართული ოცნების პროპაგანდა ნერგავს ისეთ მიდგომებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს არსებობას. როდესაც საკუთარი არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციის დაკმაყოფილების მიზნით, ადამიანების ტრაგედიას, მათ შორის ჩვილის სიკვდილს, ადამიანების მიმართ ძალადობას, საკუთარი საარჩევნო მიზნებისათვის იყენებ. როდესაც მთავარ საქმიანობად დაისახავ ომგამოვლილ პატრიოტების, ისეთები როგორიც არიან თენგიზ გუნავა, რომან შამათავა, ალქესანდრე გორგაძე, ზურაბ შამათავას, ციხეში გამომწყვდევას, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს იმაზე, რომ საკუთარ ქვეყანას დააბრალო ტერორისტების მომზადება, ტერორისტული აქტები ორგანიზება, ომის დაწყება და მოწმეებად მოგყავს რუსი მარიონეტების, მაგალითად ბაღაფშის და სხვა აფხაზი კრიმინალების ჩვენებები; როდესაც რუსეთის ჯაშუშებს და მეამბოხეებს პოლიტპატიმრებად ასაღებ - დიაგნოზი ნათელია - შენ საკუთარ სახელმწიფოს ებრძვი. ქართული ოცნება არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს ასამართლებს ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთით.“, - აცხადებს ახალაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42