დღეს დაანონსებული "წითელი აქცია" რომელიც ყოფილი ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით უნდა გამართულიყო ხვალისთვის გადაიდო.
აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური ჯგუფები მიიღებენ.
"სხვადასხვა უნივერსტეტის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ვიკრიბებით სასტუმრო "ვარაზთან" 4-იდან 5 საათამდე - კოსტავას 45-ში. იქიდან დაიწყება მოძრავი "წითელი აქცია" ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. გუშინ გავრცელებულმა სასტიკმა ვიდეო ჩანაწერმა ე.წ. ”მუხროვანი ამბოხის” საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა , ჩვენი ურყევი მოთხოვნაა, რომ გასამართლდეს ნაც-რეჟიმი, როგორც სისტემურად დამნაშავე ორგანიზაცია და არა როგორც ცალკეული ადამიანები.
სამართლის აღდგენა აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტების და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.
ხვალ სასტუმრო ვარაზთან გელოდებით ყველას, ვისაც არა შურისძიების გრძნობა, არამედ ჩვენი საზოგადოების მომავალი სტაბილური და სამართლიანი განვითარების საკითხი გაღელვებთ!!!", - ნათქვამია მოწოდებაში.
გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაში ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს. ვიდეო აპოლონ ოსმანის სახელით "იუთუბზე" აიტვირთა. კადრებში ჩანს: ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და ერეკლე კოდუა, ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიდეო მუხროვანის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული.
მასალის გამოყენების პირობები






