ექსპერტიზის ბიუროში გენეტიკური კვლევები ტარდება
საზოგადოება - 17:03, 30 Jan, 2014     6133

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საზოგადოებისთვის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზა ტარდება. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გენეტიკურ კვლევებს.

სხვადასხვა ბიოლოგიური მიმართულების ექსპერტიზების (ბიოლოგიური მასალის არსებობის, სახეობის, სისხლის ჯგუფის, ტიპის, რეზუსის დადგენა) პარალელურად, 2007 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი ახორციელებს გენეტიკურ კვლევებს და ადგენს დანაშაულის ადგილას თუ საყოფაცხოვრებო პირობებში არსებული ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის იდენტიფიკაციას.

ლაბორატორიაში ასევე დგინდება ბიოლოგიური მშობლობა (მამობა, დედობა), შვილობა, მამაკაცის სასქესო ქრომოსომის კვლევის გზით-მამის ხაზით ნათესაური კავშირის არსებობა.

ბოლო წლებში, დნმ ლაბორატორიაში X ქრომოსომის ანალიზის უახლესი მეთოდის დანერგვით შესაძლებელი გახდა როგორც პოპულაციური და ანთროპოლოგიური კვლევების ჩატარება, ისე გენოტიპირების სხვა მეთოდებთან ერთად, მეორე რიგის ნათესავებს (ბებია-შვილიშვილი გოგონა) შორის ბიოლოგიური კავშირის დადგენა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელმიუწვდომელია ან საერთოდ არ არსებობს საკვლევი პირის ერთ-ერთი ან ორივე მშობლის ბიოლოგიური ნიმუში.

ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტები ასევე ახდენენ როგორც ცოცხალი პირების ბიოლოგიური ნიმუშების, ისე ძვლების, მათ შორის ხანდაზმულის გენოტიპირებას. საკვლევი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილის, ოჯახის წევრების დნმ-თან შედარების გზით ადგენენ ბიოლოგიურ ნათესაურ კავშირებს, მამა-შვილობას, დედა-შვილობას, მამის ხაზით საერთო წინაპარის არსებობას ან ახდენენ ძვლოვანი ნაშთების იდენტიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ პირის შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს დადგენილებით საკვლევი მასალა მოპოვებულია ექსჰუმაციის გზით.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი, ამავდროულად ადგენს მუტაციებს, რომლებიც დიდი როლს თამაშობენ მემკვიდრული თრომბოფილიის და ძუძუს კიბოს განვითარებაში. პროთრომბინის გენის, ლეიდენის მეხუთე ფაქტორის და ჰომოცისტეინის დონეზე პასუხისმგებელი გენების მუტაციები, როგორც ბიუროში განხორციელებულმა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ძალიან მაღალი სიხშირით იწვევენ თრომბების განვითარებას და ორსულთა გართულებებს ქართულ პოპულაციაში.

ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზა უმნიშვნელოვანესი და ღირებული სფეროა არა მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, არამედ საქართველოში და კავკასიის რეგიონში. ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტირებული ბიოლოგიური (დნმ) ექსპერტიზის დეპარტამენტი, სადაც ევროპაში ტრენირებული ექსპერტები-ბიოლოგები და ექიმები საქმიანობენ, მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს, დაფუძნებულს უახლეს სამედიცინო და სამეცნიერო კვლევებზე. დნმ ლაბორატორია, ადამიანის გენოტიპირების საერთაშორისო სერთიფიკატის GEDNAP მფლობელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დნმ პროფილირება მიმდინარეობს უახლესი სტანდარტების დაცვით და აპრობირებული, სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული მეთოდებით.

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი კვლავაც გეგმავს მომსახურების სფეროს გაფართოვებას და ახალი კვლევის მეთოდების დანერგვას.

2014 წელი მნიშვნელოვანია ამ მხრივაც და იგეგმება სრულიად ახალი ლაბორატორიის მშენებლობა და მოწყობა. მომხმარებელი მიიღებს მიტოქონდრიული დნმ-ის კვლევის ახალ სერვისს-მოჭრილი თმისა და ხანდაზმული, დაზიანებული დნმ-ის სექვენირებას და იდენტიფიკაციას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42