თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. მათი ცნობით,
"1200 მმ-იან IV მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური არტერიის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთები.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება:
ლიუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, დიღომი „7“-ს, „8“-ს და „9“-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს, ამერიკის საელჩოს, ჯორჯ ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩებს
• კოსტავას ქ. №45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს
წყალს შეფერხებით მიიღებს:
• ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ბაგები, ვაკის ზედა დასახლება, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი.
წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეეზღუდებათ:
• სოფელ გლდანს, გლდანულას, გაზის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და ცენტროლიტის დასახლებებს, გლდანის მასივის IIIა, V, VI, VII და VIII მ/რაიონებს, თემქის III და მუხიანის I, II, III მ/რაიონებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს და „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ბეტონის ქარხანას.
წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 31 იანვარის დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
• გუჯარეთის II ქუჩის N51-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 29 იანვრის 22:00 საათიდან 30 იანვრის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გუჯარეთის I და II, მელაანის, კობარეთის, დოესისა და მიმდებარე ქუჩებს, აწყურის ქ. N3-ში მდებარე სამხრდრო დასახლებას.
• შანიძის ქ.N11-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 30 იანვარს, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
შანიძის, პეტრიაშვილის, ხორავასა და მიმდებარე ქუჩებს.
• ტიციან ტაბიძის ქ.N64-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 30 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რაზმაძის ქუჩის ნაწილს, აბაშიძის, ტაბიძის, ცხვედაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
• პალიასტომის ქ.N5-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 30 იანვარს, 13:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ქინქლაძის ქუჩის ნაწილს, გროზნოს, პალიასტომისა და მიჩურინის ქუჩებს.
• გლდანის IV მ/რ N110 კორპუსთან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 30 იანვარს, 14:30 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის IV მ/რ N105ა, 106, 107, 108, 109ა, 109ბ, 110ა, 110ბ, 111 112, 113 კორპუსებს", - აცხადებენ კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები






